მარკეტინგული ხრიკი თუ თაღლითობა ქართულ სუპერმარკეტებში?

მარკეტინგული ხრიკი თუ თაღლითობა ქართულ სუპერმარკეტებში?

"მომხმარებლის მოტყუება კანონით დასჯადია, თუმცა, ჩვენთან ეს სფერო არ რეგულირდება".

წლების წინ, ჟურნალისტობის პარალელურად, ზუსტად ერთი კვირა საკმაოდ ცნობილი სუპერმარკეტის ერთ-ერთ ქსელში, კონსულტანტად ვიმუშავე. სწორედ მაშინ საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს ეს ჯოჯოხეთური სამუშაო. ამიტომ, კონსულტანტის არაკეთილგანწყობას ზოგჯერ წავუყრუებ კიდეც, რადგან მათი ნაძალადევი ღიმილის მიღმა უდიდესი ჯაფა და დამცირება იმალება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ ერთ კვირაში სუპერმარკეტის შიდა სამზარეულოში მეტ-ნაკლებად ჩავიხედე და ფასდაკლებების ხრიკებსაც ავუღე ალღო.

პირველივე დღეს მაღაზიის მენეჯერმა სათითაოდ ყველა დახლი დამათვალიერებინა და ჩემი ვალდებულებებიც ამიხსნა. ყოველდღიურად პროდუქცის ვარგისიანობის ვადა უნდა შემემოწმებინა. რამდენიმე დღის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კონსულტანტებიდან ამ მოვალეობას პირნათლად მხოლოდ მე ვასრულებდი - ვადას მაინც არავინ უყურებს, თავს ტყუილად იღლიო,- გამარკვიეს სტაჟიანმა "კოლეგებმა".

ხრიკი მეორე - დახლზე თვეობით დევს პროდუქცია, რომლის შენახვის ვადა ხანგრძლივია. ამიტომ, მისი რეალიზაცია ნაკლებად ხდება. მაგალითად, კონსერვები. ასეთ დროს პროდუქციის გადანაცვლება, ფერების თამაში ხდება, რაც მაღაზიაში შემოსულ მომხმარებელს თვალში ხვდება. ჰგონია, რომ დახლზე ახალი პროდუქტია და ყიდულობს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია