ვინ არის ქალი, რომელიც ზოოპარკში ვეფხვებმა დაგლიჯეს - ინციდენტამდე 4 დღით ადრე ჩაწერილი ინტერვიუ

ვინ არის ქალი, რომელიც ზოოპარკში ვეფხვებმა დაგლიჯეს - ინციდენტამდე 4 დღით ადრე ჩაწერილი ინტერვიუ

შაბათს, 30 მაისს გადაცემა "პალიტრა TV"-ს ეთერში გადაცემა "ლურჯი ვაშლი" საინტერესო პორტრეტს წარმოგიდგენთ, რომლითაც თბილისის ზოოპარკის ძიძა-მომვლელს, გულიკო ჭიტაძეს გაეცნობით. მასთან ინტერვიუ 22 მაისს ჩაიწერა, ზოოპარკში მომხდარ ინციდენტამდე 4 დღით ადრე. 26 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ გულიკო ჭიტაძე ვეფხვებმა დაგლიჯეს. 1 წლის ვეფხვებმა ვოლიერის შიგნიდან შეძლეს გისოსებს გარეთ მყოფი მომვლელის დაზიანება.

გულიკო ჭიტაძე 25 წელზე მეტია თბილისის ზოოპარკში მუშაობს. მისი უშუალო დახმარებით და მონაწილეობითაა გაზრდილი თბილისის ზოოპარკის არაერთი ბინადარი, მათ შორის ვეფხვებიც, რომელთა ვოლიერთანაც მოხდა ინციდენტი.

"სამედიცინოზე ვსწავლობდი და მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტიც მაქვს დამთავრებული. ცოტა ხანს ტუბდისპანსერში ვიმუშავე, "არამიანცის" საავადმყოფოშიც - გინეკოლოგიურ განყოფილებაში, მაგრამ მერე შემცირება მოხდა: გამოცდილები დატოვეს, ახლები გამოგვიშვეს. მერე ზოოპარკში მოვედი. ცხოველები ყოველთვის მიყვარდა... ესპანელი ბებია მყავდა. მან 100 წლამდე იცოცხლა და მისი წყალობით სახლში სულ გვყავდა ძაღლი, თხა, ხვლიკი და რა ვიცი, კიდევ ბევრი სხვა არსება...

... ახლა 23 დღის მაიმუნ მარტას ვზრდი... ჩემს ხელში გაიზარდნენ: ბეჰემოთი, სპილო, ვეფხვი, ლომი, აფთარი, მგელი, მაიმუნი, ტურა, გეპარდი, კვერნა, ენოტი, კაჭკაჭი (ლაპარაკიც ვასწავლე), შველი, იხვი ტასიკო...", - ამბობს ქალბატონი გულიკო.

შეგახსენებთ, რომ ზოოპარკში მომხდარი ინციდენტის გამო, მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდი იტყობინება, ხელის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ამპუტაცია გახდა საჭირო. ძალიან ღრმა ჭრილობებია ფეხზეც, თუმცა თუ ინფექცია არ განვითარდება, ფეხის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. გულიკო ჭიტაძის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია