კოსტიუმირებული კარნავალი თინეიჯერებისთვის

კოსტიუმირებული კარნავალი თინეიჯერებისთვის

წიგნის მოყვარულთათვის წლის ლიტერატურული მოვლენა, თბილისის წიგნის მე-17 საერთაშორისო ფესტივალი, 28 მაისს გაიხსნება და ტრადიციულად, ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრის ადგილიც უცვლელია - გამომცემლები საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გიმასპინძლებენ.

ტრადიციულად, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე "პალიტრა L" ლიტერატურული მრავალფეროვნებით, გრანდიოზული ფასდაკლებებით, საინტერესო აქციებითა და წიგნების სიმრავლით წარდგება და 2000-ზე მეტ წიგნზე მნიშვნელოვან ფასდაკლებებს შესთავაზებს.

"პალიტრა L"-ი ფასდაკლებებთან ერთად მკითხველს ყოველწლიურად საინტერესო სიახლეებითაც ანებივრებს. ამის მაგალითად გამომცემლობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი Liberteens-იც საკმარისია - "პალიტრა L "-მა 20-ზე მეტი წიგნის მოყვარული ახალგაზრდა ერთ ჯგუფში გააერთიანა და მათ თინეიჯერებისთვის სასურველი ლიტერატურის შერჩევის შესაძლებლობა მისცა. ახალგაზრდები მსოფლიო ბესტსელერებს ორიგინალში კითხულობენ და გამომცემლობას იმ წიგნის გამოცემაზე რეკომენდაციას აძლევენ, რომელიც, მათი აზრით, თანატოლებს დააინტერესებთ. მათი თანატოლები კი პროექტის "ფეისბუკის" გვერდზე, რომელსაც 12 000 ლაიქერი ჰყავს, განიხილავენ ამ წიგნებს და თავიანთ მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს­ უზიარებენ ერთმანეთს.

აღსანიშნავია, რომ Liberteens-ის იუბილე და წიგნის ფესტივალის დახურვის დღე ერთმანეთს დაემთხვა - 31 მაისს "პალიტრა L"-ის ახალგაზრდულ პროექტს ერთი წელი უსრულდება. სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად გამომცემლობამ გადაწყვიტა, თინეიჯერებისთვის კოსტიუმირებული კარნავალი მოეწყო. რაც მთავარია, ვინც 31 მაისს კარნავალზე დრესკოდს დაიცავს და "პალიტრა L"-ის სტენდს საკარნავალო კოსტიუმითა თუ ატრიბუტიკით ესტუმრება, მსოფლიო ბესტსელერის, ლუის ლოურის "გამღების" შეძენას ფასდაკლებით შეძლებს.

თიკო ფეიქრიშვილი, "პალიტრა L"-ის პროექტების მენეჯერი: "წიგნის საერთაშორისო ფესტივალებზე, მაგალითად თუნდაც ფრანკფურტსა და ლაიფციგში ფესტივალის დახურვის დღეს კოსტიუმირებული კარნავალი ეწყობა, რომელშიც მონაწილე საზოგადოება წიგნის პერსონაჟებს განასახიერებს და გმირებზე შთაბეჭდილებებს ირგვლივ მყოფთ ამ ფორმით უზიარებს. თბილისში კარნავალის მოწყობის იდეა სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებით გადავწყვიტეთ. დარწმუნებული ვარ, კარნავალში მონაწილეობას უამრავი თინეიჯერი მიიღებს. რაც მთავარია, კარნავალზე ახალგაზრდებს არა მხოლოდ წიგნის პერსონაჟების, საყვარელი კომპიუტერული თამაშებისა თუ მულტფილმების გმირების განსახიერებაც შეუძლიათ. ვინც შესაბამისი კოსტიუმით მოსვლას ვერ შეძლებს, მათ საკარნავალო ატრიბუტებს უფასოდ გადავცემთ".

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია