საუკუნის წინანდელი თვითმკვლელობა "მწერალთა სახლში" - სიყვარულის სახელით აშენებული სახლის ტრაგიკული ისტორია

საუკუნის წინანდელი თვითმკვლელობა "მწერალთა სახლში" - სიყვარულის სახელით აშენებული სახლის ტრაგიკული ისტორია

მაჩაბლის 13 ნომერში, "მწერალთა სახლის" სახელით ცნობილი უნიკალური სახლი ცნობილმა მეცენატმა და საზოგადო მოღვაწემ, დავით სარაჯიშვილმა 1905 წელს ააგო.

შენება საკუთარი ქორწილის 25 წლის იუბილეს ანუ, ვერცხლის ქორწილს დაამთხვია და მშენებლობა გერმანელი არქიტექტორის კარლ ცაარისთვის მიუნდვია. სიყვარულის სახელით აშენებულ სახლს ტრაგიკულ-სევდიანი ისტორია აქვს. იგი მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიის დრამატული მოვლენების ეპიცენტრად იქცა. თუ ვინმეს სჯერა, რომ სახლის კედლები ისტორიას ინახავს, ყველაფერი ესმის და ყველაფერს ხედავს, მაშინ ეს სახლი სწორედ ასეთია.

არსებული ინფორმაციით, დავით სარაჯიშვილის დიდი სურვილი ყოფილა სახლი მწერლებისთვის გადაეცა, რათა მათი შეკრების ადგილი გამხდარიყო. როდესაც შენობა აკაკი ხოშტარიას საკუთრება გახდა, მან სახლი თავისი ავეჯით, პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, კოტე მაყაშვილსა და სხვა მწერლებს გადაულოცა.

როგორც მოგეხსენებათ, 30-იანი წლების რეპრესიები, ყველა სოციალურ ფენასა და კლასს შეეხო, განსაკუთრებით, რეპრესიებს ქართული ინტელიგენცია ემსხვერპლა.

ქართველი პოეტებიდან რეპრესიებს პირველი პაოლო იაშვილი შეეწირა. პაოლოს ტრაგედია შემთხვევითი არ ყოფილა. მას ხშირად "ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან" ურთიერთობაში ადანაშაულებდნენ, ხოლო ბრალმდებლებად  მისი ძველი მეგობრები და თანამოაზრენი იქცნენ.

სწორედ ასე, ნელ-ნელა მზადდებოდა ნიადაგი ტრაგედიისთვის.

პოეტმა ამდენ ცილისწამებას ვეღარ გაუძლო და დაპატიმრებამდე "მწერალთა სახლში" თავი მოიკლა.

მიხეილ ჯავახიშვილის უთქვამს - ის ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო. სერგო კლდიაშვილი პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის სცენას შემდეგნაირად იხსენებს: "მწერალთა კავშირში დაგვიბარეს, აკაკი ბელიაშვილის საქმე უნდა განეხილათ, ბრალდება აქვს, სადღაც სტალინი აუგად უხსენებია. ბელიაშვილი შეშფოთებული ყოფილა, თავმჯდომარე კი დანაშაულის დაჟინებით აღიარებას სთხოვდა. ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებდა.

სიტუაცია დაიძაბა, რამდენჯერმე სიგარეტი მთხოვა. მერე ადგა და უხმოდ გავიდა გარეთ. უეცრად სროლის ხმა გაისმა. ვინ გაისროლა, რა მოხდა?

დერეფნიდან კივილის ხმა გავიგონეთ, პაოლომ თავი მოიკლა. ამბის სანახავად გარეთ გავედით და მეორე სართულზე, კედელთან ადამიანის ცხედარი იყო ჩამოკიდებული, რომელსაც სისხლი სდიოდა.

პაოლოს თოფის ლულა პირში ჰქონდა გაჩხერილი. ტიციან ტაბიძეს სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული. დარბაზში სიჩემე სუფევდა..."

პაოლომ ვეღარ გაუძლო დამცირებას და საკუთარი სანადირო თოფით, 1937 წლის 22 ივლისს, "მწერალთა სახლში" თავი მოიკლა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია