შს მინისტრმა ბორჯომში დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს საცხოვრებელი ბინა გადასცა

შს მინისტრმა ბორჯომში დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს საცხოვრებელი ბინა გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბორჯომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა სკვერისა და მემორიალის გახსნაზე დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინის გასაღები პირადად გადასცა.

მემორიალის გახსნას გიორგი ბერუაშვილის მეწყვილე - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილი, ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი მახარაშვილი ესწრებოდა. ღონისძიების შემდეგ მინისტრი დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებთან ერთად გიორგი ბერუაშვილის საფლავზე მივიდა.

დაღუპული პოლიციელის სახელი ბორჯომში იმ ქუჩას ეწოდა, სადაც იგი ცხოვრობდა, ხოლო მისი სახელობის სკვერი იმ ადგილზე მოეწყო, სადაც გიორგი ბერუაშვილს შალვა აბულაძემ 2015 წლის 23 იანვარს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. გიორგი ბერუაშვილი შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. აღნიშნულ სკვერში გაკეთდა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.

გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი მეუღლე ნატალია ხუციშვილი ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაასაქმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაღუპული პოლიციელის ოჯახზე მომავალშიც იზრუნებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია