რა მოხდა მას შემდეგ, რაც მერაბ მეტრეველმა მისთვის გაგზავნილი მუქარის წერილი გამოაქვეყნა

რა მოხდა მას შემდეგ, რაც მერაბ მეტრეველმა მისთვის გაგზავნილი მუქარის წერილი გამოაქვეყნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  სოციალურ ქსელში "პალიტრა ტვ-ს" ჟურნალისტის, მერაბ მეტრეველის მიმართ მუქარის ფაქტის შესწავლა დაიწყო. მერაბ მეტრეველმა დღეს ოფიციალურად მიმართა შესაბამის უწყებას, რომ რეაგირება მოეხდინათ იმ მუქარის გზავნილზე, რომელიც მას ლექსო ალუდაურმა პირადად მისწერა.

"ისევ დაუკრეფავში გადასულხარ, როგორც გავიგე. რა გინდა რა არ გასვენებს? შვილი მაინც არ გეცოდება?", - წერს ჟურნალისტს leqso Aludauri-ის სახელით დარეგისტრირებული პიროვნება.

მერაბ მეტრეველი უკვე დაკითხეს სამართალდამცველებმა. ჟურნალისტის განცხადებით, მუქარის შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა და პირველ შემთხვევაში გახმაურებისგან თავი შეიკავა.

ჟურნალისტის მიერ ფაქტის გახმაურებას მოგვიანებით თავად "მუქარის" ავტორი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეტრეველს მუქარა პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა მიეღო.

როგორც მეტრეველი აცხადებს, შემდეგ მიიღო ახალი გზავნილი, სადაც ეწერა "ბავშვს კი არ ვემუქრები, არამედ გირჩიე, რომ შვილს ცუდი სახელი არ დაუტოვოო".

"ეტყობა, მაშინაც რჩევებს მაძლევდა, როცა მწერდა, სიკვდილს განატრებო!", - წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია