მას ვუყვარვარ ამ წონითაც, ასე ჩაცმულიც და თუ მეტად გავსუქდი, მაშინაც ვეყვარები - თინა ხიდაშელი

მას ვუყვარვარ ამ წონითაც, ასე ჩაცმულიც და თუ მეტად გავსუქდი, მაშინაც ვეყვარები - თინა ხიდაშელი

"ამ ტიპის არჩევანი ჩემთან დაკავშირებით ერთმა ძალიან მაგარმა ადამიანმა უკვე გააკეთა. მას ვუყვარვარ ამ წონითაც, ასე ჩაცმული, ვუყვარდი, როცა უფრო ნაკლები წონა მქონდა და კიდევ თუ გავსუქდი, დარწმუნებული ვარ, მაშინაც ვეყვარები", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ეკა ხოფერიას შოუში". თინა ხიდაშელი ამ განცხადებით მის წონასთან და ჩაცმის სტილთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

"ძაან პროზაული ამბავი იყო, სამწუხაროდ, მე ძაან ვწუხვარ. ჯარი იყო მოწყობილი და რეპეტიციას გადიოდა. მომდევნო დღეს რომ რაიმე პრობლემა არ გვქონოდა, ამაზე ვსაუბრობდით. რა თქმა უნდა, ფორმის ჩაცმას არ ვაპირებ და არც იმ დღეს არ მეცვა ფორმა. იყო საშინელი სიცივე პოლიგონზე. ერთ-ერთმა კეთილმა ადამიანმა, რომ დაინახა გაყინვის პირას ვიყავი, ქურთუკი მომაწოდა. ის, ჩემი აზრით, მხოლოდ მადლობას იმსახურებს ამისთვის. სიმართლე გითხრათ, მერე რაღაც მომენტში გავბრაზდი, მაგრამ ახლა მგონია, რომ ძალიან კარგი ამბავი მოხდა - პირველმა აგრსიამ ჩაცმულობაზე გადაირა. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა იხუმრა კიდეც, რომ შენ, მგონი, დაგეგმე და ეს სპეციალურად გააკეთეო. კრიტიკა ცუდი არ არის, ამან შეიძლება ფორმაში მამყოფოს... მე ამის დრო არ მაქვს, არასდროს არ მქონია ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც საჯარო ცხოვრებაში ვარ. იმიტომ, რომ მე სამსახური ასე მესმის. თუკი სადმე ვარ და საპასუხისმგებლო საქმეს ვაკეთებ, მთლიანად იქ ვარ. იმ ოფისის კართან მთავრდება ჩემთვის პირადი ცხოვრება, გართობა, ვარჯიში, საკუთარი თავის მიხედვა, სარკეში ჩახედვა და სარკიდან რომ ადამიანი მიყურებს, იმისი მოთხოვნების შესაბამისად ცხოვრება. ამის დრო არ მაქვს და არც ამაზე ფიქრის დრო მაქვს. მესმის, რომ ამ განცხადების შემდეგ კიდევ ერთი დიდი ჯგუფი გაჩნდება კრიტიკოსების", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: ნებისმიერ ჩემს კრიტიკოსს გავეჯიბრები ვაჟკაცობაში - თინა ხიდაშელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია