ობიანი იოგურტი და ცხენის ხორცისაგან დამზადებული კერძები - რითი ვიკვებებით

ობიანი იოგურტი და ცხენის ხორცისაგან დამზადებული კერძები - რითი ვიკვებებით

ობიანი იოგურტი, მატლიანი სოსისი და ცხენის ხორცისაგან დამზადებული კერძები - ეს ჩვენი რეალობის ნაწილია

დაახლოებით ერთი კვირის წინ, ქალაქ ბათუმის კვების ობიექტებში სურსათის უვნებლობის სააგენტოს მუშაკებმა ცხენის ხორცი აღმოაჩინეს. შემოწმებული შვიდი კაფე-ბარიდან ორში კერძები ცხენის ხორცისგან იყო დამზადებული. ორივე კაფე-ბარის მფლობელი 1000 ლარით დაჯარიმდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის განუკითხაობა და ქაოსი, რომელიც ამ სფეროში წლების განმავლობაში სუფევდა. საბედნიეროდ, ბოლო ხანებში საქართველოში სურსათის კონტროლის საკითხი შედარებით გამოსწორდა. ამ სფეროში ერთნაირად აქტიურობენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სურსათის უვნებლობის სააგენტოც, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც მომხმარებლის გამოფხიზლებაა.

"ჩვენს საქმიანობაში ბევრი რამ არის დამოკიდებული მომხმარებლის გაბედულებასა და აქტიურობაზე. სწორედ მან უნდა იმოქმედოს, როდესაც უხარისხო პროდუქტს შეიძენს",- ამბობს სტრატეგიული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ლია თოდუა, რომელსაც bpn.ge ესაუბრა.

- ალბათ, ძალიან ბევრი შემთხვევა გახსოვთ, როდესაც სავაჭრო ქსელში მავნებელი და სიცოცხლისათვის საშიში პროდუქცია აღმოგიჩენიათ...

- მე მხოლოდ უახლოეს პერიოდში მომხდარ ფაქტებს ჩამოგითვლით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ სფეროში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი: 2015 წლის 7 მაისს ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდა მომხმარებელი და გვთხოვა კაკაოს ფხვნილის შემოწმება, რომელიც ვაკეში, ერთ-ერთ მარკეტში შეიძინა. ქალბატონი ეჭვობდა, რომ ამ ფხვნილისგან ოჯახში დამზადებულმა ნამცხვარმა ის და მისი შვილი მოწამლა. მომხმარებელმა ფხვნილი 80-გრამიანი შეფუთვით შეიძინა. შეფუთვაზე დამზადების თარიღად 2015 წლის მარტია მითითებული, ასე რომ, ვარგისიანობის ვადა პროდუქტს გასული არ ჰქონდა. 2015 წლის 8 მაისს მივედით მის მიერ მითითებულ მაღაზიაში და შევიძინეთ კაკაოს ფხვნილი, რომელიც ლაბორატორიას ანალიზისათვის ჩავაბარეთ. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით ფხვნილში ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა აღმოჩნდა, მაგრამ რადგანაც პროდუქტი ჰერმეტულად იყო დახურული, ის სავარაუდოდ, საწარმოში დაზიანდა. ასე რომ, ამ შემთხვევაში მაღაზიის ბრალეულობა გამოირიცხა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია