ბავშვს, რომელსაც ფეხი ესკალატორში ჩაჰყვა, ოთხი თითის ამპუტაცია დასჭირდა

ბავშვს, რომელსაც ფეხი ესკალატორში ჩაჰყვა, ოთხი თითის ამპუტაცია დასჭირდა

გუშინ, მეტროსადგურ "პოლიტექნიკურში" მომხდარი ინციდენტის გამო, ბავშვს, რომელსაც ესკალატორში ფეხი ჩაყვა, ოთხი თითის ამპუტაცია დასჭირდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრესაში ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 13:40 საათზე მოხდა. 6 წლის ბავშვი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მას ფეხი ჩამსვლელ ესკალატორში ჩაჰყვა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარის გამო 15 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო ესკალატორის მუშაობა. სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა 13 მაისაც მოხდა, რა დროსაც ბავშვი მსუბუქად დაშავდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია