"იქნებ, სინამდვილეში ჩემმა სიყვარულმა შეგიშალა ხელი, რომ წარმატებული ყოფილიყავი?" - ლეგენდარულ მსახიობს ლმობიერი ხასიათის გამო შვილის მასწავლებლები შავ დღეში აგდებდნენ

"იქნებ, სინამდვილეში ჩემმა სიყვარულმა შეგიშალა ხელი, რომ წარმატებული ყოფილიყავი?" - ლეგენდარულ მსახიობს ლმობიერი ხასიათის გამო შვილის მასწავლებლები შავ დღეში აგდებდნენ

ვინი-პუჰის გამხმოვანებელი და ბევრი ასევე ყველასთვის საყვარელი როლის შემქმნელი, ევგენი ლეონოვი შინაც ისეთი თბილი და ლმობიერი იყო, როგორც გარეთ. ძალიან უყვარდა თავისი ცოლ-შვილი და ამას არასდროს მალავდა. როგორც მისი შვილი ანდრეი იხსენებს, ძალიან რბილი იყო. ანდრეი საშუალოდ სწავლობდა და მამას ხშირად იძახებდნენ სკოლაში, სადაც ცნობილი მსახიობი ღელვისგან ფითრდებოდა და წითლდებოდა ხოლმე.

"ერთხელ გადაწყვიტა, დავესაჯე მორიგი ორიანისთვის. მითხრა, ტყეში წაგიყვან და დაგტოვებო. ჩაალაგა ჩემი ნივთები ჩემოდანში, მომკიდა ხელი და წამიყვანა. კიბეებზე ჩავდიოდით და ორივეს ფეხები გვეკეცებოდა... სიმკაცრე ზუსტად პირველ სართულამდე ეყო. დედასგან მახსოვს სასჯელიც და სილის გაწვნაც, მამა კი სულ მიცავდა".

როცა სადმე მიდიოდა, ლეონოვი გამუდმებით სწერდა შვილს წერილებს, რომლებიც სითბოთი და სიყვარულით არის სავსე. ეს ერთ-ერთი მათგანია:

"ანდრეი, გიყვარდე, როგორც მე მიყვარხარ. შენ იცი, რა სიმდიდრეა სიყვარული. მართალია, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ჩემი სიყვარული არც ისეთია, როგორიც უნდა იყოს და მას მხოლოდ ზიანი მოაქვსო. იქნებ, სინამდვილეში ჩემმა სიყვარულმა შეგიშალა ხელი, რომ სამაგალითო მოსწავლე ყოფილიყავი? მე ხომ არც ერთხელ არ გამიროზგიხარ მთელი ათწლიანი სწავლის პერიოდში.

გახსოვს, დაფასთან იდექი და იჭყანებოდი, კლასი ხარხარებდა, მასწავლებელი კი მე მსაყვედურობდა. ისეთი სახე მქონდა, თითქოს კუთხეში ვიდექი და მეც პატარა ცელქი ბავშვი ვიყავი. ნებისმიერ დამცირებაზე ვიყავი მზად, მას კი მაინც არ ყოფნიდა: "გაკვეთილი ხომ ჩაიშალა... ჩვენ ხომ სრული ორმოცდახუთი წუთი ვმეცადინეობთ... არც თვითონ იცის არაფერი და არც სხვას აცლის... მოგიწევთ მისი სკოლიდან გაყვანა... სიტყვები მასზე არ მოქმედებს..."

პერანგი დამისველდა, პიჯაკიც და მოკასინებიც, ის კი მაინც არ ჩუმდებოდა. მეგონა, მიწა ჩამყლაპავდა. დავიფიცე, რომ აი, დღეს ნამდვილად გამოვიჩენდი მეტ სიმკაცრეს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია