საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა - "ფასების მატების ტენდენცია ისევ გრძელდება"

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა - "ფასების მატების ტენდენცია ისევ გრძელდება"

საქართველოში საწვავზე ფასი ისევ გაიზარდა. ფასებმა სხვადასხვა პროდუქტზე 2-დან 5 თეთრამდე მოიმატა. როგორც "ლუკოილის" დირექტორმა, შავლეგ მიშველაძე bpn.ge.გე-ს განუცხადა , საწვავზე ფასების მატების ტენდენცია გრძელდება.

"ჩვენს ქსელში ფასები დღეს შევცვალეთ და ყველა ტიპის პროდუქტზე ფასი 5 თეთრით გავზარდეთ. ფასების მატების ტენდენცია ისევ გრძელდება, რაც ჩვენი ბიზნესისთვის სულაც არ წარმოადგენს სახარბიელო ფაქტორს", -აღნიშნავს შავლეგ მიშველაძე.

ამჟამად "ლუკოილში" საწვავზე ფასები ასეთია : Euro Super 2.14 თეთრი ღირს, Premium Avantgarde - 2.04 თეთრი, Euro Regular - 1.88 თეთრი და Euro Diesel - 2.04 თეთრი.

27 მაისიდან მოიმატა საწვავზე ფასებმა "გალფშიც". კომპანიის წარმომადგენლის, ნინო ჯიბლაძის ინფორმაციით, ფასმა ყველა პროდუქზე 2-დან 4 თეთრამდე მოიმატა: "გუშინ ყველა პროდუქტზე 2-4 თეთრით მოიმატა ფასებმა ",-აღნიშნავს ნინო ჯიბლაძე.

"გალფ ჯორჯიაში" ამჟამად G-force Premium- 2.09 თეთრი, G-force Euro Regular- 2.02 თეთრი, Regular 1.92 თეთრი, Euro Diesel - 1.91 თეთრი ხოლო G-force Euro Diesel 2.09 თეთრი ღირს.

კომპანია "რომპეტროლში" მომხმარებელს საწვავის შეძენა შემდეგ ფასად შეუძლია: Efix Super Euro - 2.18 თეთრი, Efix Euro Premium - 2.08 თეთრი, Euro regular - 1.88 თეთრი, Efix Euro Diesel - 2.11თეთრი, Euro Diesel - 1.91 თეთრი.

კომპანია "ფრეგოში" საწვავზე ასეთი ფასებია: Premium - 1.94 თეთრი, Euro Regular - 1.81თეთრი, Diesel 1.82 თეთრი ხოლო Euro Diesel - 1.91თეთრი.

"სოკარში" კი მომხმარებელს Super-ის შეძენა 2.14 თეთრად, Nano Premium-ის 2.04 თეთრად, Euro regular-ის 1.93 თეთრად, Nano Regular-ის 1.90 თეთრად, Nano Diesel-ის 1.89 თეთრად, ხოლო Euro diesel-ის 2.07 თეთრად შეუძლია.

"ვისოლში" EKO Super ამჟამად 2.14 თეთრი, EKO Premium - 2.09, EKO Regular - 1.96, EKO Diesel - 2.07, EKO Super 100 - 2.30, Euro Regular - 1.93, ხოლო Diesel Energy - 1.92 თეთრი ღირს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია