თბილისის დამალული არქიტექტურული საგანძური - სამი ანტიკვარული სახლი

თბილისის დამალული არქიტექტურული საგანძური - სამი ანტიკვარული სახლი

ცოტამ თუ იცის წინა საუკუნეებით დათარიღებული ლამაზი საცხოვრებელი სახლებისა და დახვეწილი სადარბაზოების შესახებ, რომლებიც თბილისის ძველ უბნებში იმალება

თბილისი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურით, რაც სხვადასხვა კულტურების შერწყმის შედეგია. მიუხედევად ქალაქის პატარა მასშტაბებისა, ის ერთდროულად მოიცავს ახალ და ძველ შენობებს. თუმცა, ცოტამ თუ იცის წინა საუკუნეებით დათარიღებული ლამაზი საცხოვრებელი სახლებისა და დახვეწილი სადარბაზოების შესახებ, რომლებიც თბილისის ძველ უბნებში იმალება.

თბილისის მარგალიტი

აღმაშენებლის გამზირზე სეირნობისას შეუძლებელია თქვენი ყურადღება არ მიიპყროს ულამაზესმა ძველებურმა სახლმა და მისმა საუცხოო ჩუქურთმებმა. სიძველის მიუხედავად, სახლს არ დაუკარგავს თავისი მომხიბვლელობა. საკმარისია ზღურბლს გადააბიჯოთ და მის სადარბაზოში შეიხედოთ და სრულიად განსხავავებულ, აქამდე უცნობ, სამყაროში აღმოჩნდებით.

სახლი მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა ერასტი ჭავჭანიძემ ააშენა. ერასტი ჭავჭანაძე ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, როცა გერმანლი ვაჭრის გალანტერეაში დაიწყო მუშაობა. ბიჭუნამ იმდენად შეაყვარა თავი მაღაზიის მფლობელს, რომ გერმაანიაში, ლაიპციგში გაუშვა სასწავლებლად.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია