რატომ ამოთხარეს 2 წლის წინ გარდაცვლილი გოგონა საფლავიდან - "შვილზე გავრცელებულმა ჭორებმა მაიძულა, ასე მოვქცეულიყავი"

რატომ ამოთხარეს 2 წლის წინ გარდაცვლილი გოგონა საფლავიდან - "შვილზე გავრცელებულმა ჭორებმა მაიძულა, ასე მოვქცეულიყავი"

გასულ კვირას წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში 14 წლის მარიამ კელენჯერიძის ცხედარი საფლავიდან ამოასვენეს და ქუთაისის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გოგონას ექსპერტიზა ჩაუტარდა, დასკვნა ორ კვირაში იქნება ცნობილი. არასრულწლოვანმა ორი წლის წინ თავი მოიკლა. ორი წელია, შვილმკვდარი დედა უშედეგოდ ეძებს პასუხს, თუ რატომ გადაგდა მისმა შვილმა ეს ნაბიჯი. იმედია, ექსპერტიზა მთავარ კითხვებს პასუხს გასცემს.

შვილის საფლავიდან ამოთხრის უმძიმესი გადაწყვეტილება დედამ გავრცელებული უამრავი მითქმა-მოთქმის შემდეგ მიიღო. ამბობენ, რომ 14 წლის არასრულწლოვანი ფეხმძიმედ იყო და ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. დედას ამ ინფორმაციამ მოსვენება დააკარგვინა. ორი წელი შვილისთვის ექსპერტიზის ჩატარებას უშედეგოდ ითხოვდა.

მარინა ფხაკაძე, გარდაცვლილის დედა:

- 2013 წლის 27 ნოემბერს ჩემმა შვილმა დედაჩემის სახლში თავი ჩამოიხრჩო.

მე და ჩემი რძალი ამ დროს თურქეთში ვიყავით სამუშაოდ. ჩემი შვილი უსაფრთხოდ დავტოვე დედაჩემთან, ჩემს ძმასთან და ძმისშვილებთან. დეიდაშვილმა მითხრა, სასწრაფოდ საქართველოში უნდა წახვიდე, დედაშენი რეანიმაციაშიო. გული ცუდს მიგრძნობდა. ისე ჩამოვედი, არ ვიცოდი, შვილი რომ აღარ მყავდა. სახლის ეზოში ფეხი რომ შევდგი, ყველგან რატომღაც ჩემს მარიამს ვეძებდი. ოთახში საშინელი სურათი დამხვდა, დედაჩემი ჩემი შვილის ფოტოებს დასტიროდა. მერე რა მოხდა, არ მახსოვს, გონება დავკარგე, დღემდე შოკირებული ვარ. იმ განცდების გადმოცემა შეუძლებელია, რასაც შვილმკვდარი დედა განიცდის. საშინელ დღეში ვარ, დღემდე არა მაქვს პასუხი, რატომ მოიკლა თავი. გთხოვთ, ყველამ გულთან მიიტანეთ ჩემი გასაჭირი, არ მინდა, ეჭვები მღრღნიდეს, სიმართლე მინდა. ერთადერთი შვილი წვალებით გავზარდე და ისიც არ შემრჩა, განადგურებული დედა ვარ.

- თავი სახლში ჩამოიხრჩო?

- საღამოს 7 საათზე დაატრიალა ეს ტრაგედია. თურმე სერიალი გადიოდა, დედაჩემი, მეზობლები და ჩემი ძმისშვილები სერიალს უყურებდნენ. ჩემი ძმა ეზოში არაყს ხდიდა...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია