"წამოყოლილი ემოცია დიდხანს გამყვება" - ინგა გრიგოლიას ავღანური დღეები

"წამოყოლილი ემოცია დიდხანს გამყვება" - ინგა გრიგოლიას ავღანური დღეები

რამდენიმე დღის წინ ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას შვილი მარი გრიგოლია სოციალუ ქსელში დედის შესახებ წერდა, რომ მაღალი სიცხის მიუხედავად, საკუთარი პროფესიის სიყვარულის გამო, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში გაემგზავრა.

როგორც აღმოჩნდა, ინგა გრიგოლია ავღანეთში გაემგზავრა, სადაც ქართველ ჯარისკაცებთან ერთად დამოუკიდებლობის დღეს შეხვდა.

"სულ კარგები... სულ ჩვენები... <3 ავღანეთის ქართველი მებრძოლები...)))))) სახლში დავბრუნდი, მაგრამ იქიდან წამოყოლილი ემოცია დიდხანს გამყვება))))))))

ესეც ჯარისკაცი ქალებიი <3 მაგარი გოგოებიი)))

ძაან დიდი ემოციებით წამოვედი... აი, მეტს ვერაფერს ვამბობ))))...

...როგორ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში... ავღანური დღეების ისტორიას და ქართველი ბიჭების შეხვედრებს სამხედრო ბაზებზე თინა ხიდაშელთან, იხილავთ კვირას, საღამოს რვაზე "იმედის კვირაში"... წინასწარ არაფერს ვიტყვი, მაგრამ არ მახსენდება არც ერთი ასეთი წარმატებული ვიზიტი ავღანეთში, როგორიც საქართველოს ისტორიაში პირველ ქალ თავდაცვის მინისტრს ჰქონდა))))) ქალები მაინც სხვა თემაა რა... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ბრავო!!!!!", - წერს გრიგოლია და ავღანეთში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ სამხედროებს ავღანეთში მიულოცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელი ავღანეთში ქართველ სამხედროებს შეხვდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ვერაფრით დავიჯერებდი, რომ გამგზავრებას არ გადაიფიქრებდა, ისე ცუდადაა" - სად გაემგზავრა 38 გრადუსიანი სიცხით ინგა გრიგოლია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია