ნანიკო ხაზარაძე გაუხმაურებელ შეხვედრაზე, სადაც, მისი თქმით, პატრიარქი ვანო მერაბიშვილს მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის დადებით მხარეზე ესაუბრა

ნანიკო ხაზარაძე გაუხმაურებელ შეხვედრაზე, სადაც, მისი თქმით, პატრიარქი ვანო მერაბიშვილს მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის დადებით მხარეზე ესაუბრა

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და ყვება, რომ პატრიარქთან შეხვედრისას, რომელსაც მცირე ჯგუფთან ერთად თავადაც ესწრებოდა, პატრიარქმა ვანო მერაბიშვილს მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გააცნო. ამის შესახებ ტელეწამყვანმა "ტაბულას" "მძიმე კაცთან" სტუმრობისას ისაუბრა.

"არ მახსოვს, რომელი წელი იყო, მაგრამ ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. დარეკა ჩემმა ტელეფონმა და მეუბნებიან, ვანო მერაბიშვილი გიბარებსო. ცხადია, ძალიან შემეშინდა, რადგან ვანო მერაბიშვილის სახელი ჩემთან კარგთან არაფერთან ასოცირდებოდა და მეგონა, უნდა დამიჭირონ-თქო... დამიბარეს "მოდულის" შენობაში. მივედი და იქ ჩემნაირი შეშინებული ათი კაცი იდგა, მათ შორის მამუკა ხერხეულიძე, გრეჩიხა, მოკლედ, ძალიან გაურკვეველი და ჭრელი საზოგადოება ავედით ვანოსთან. კარი იღება, შემოდის ვანო და აღმოჩნდა, რომ შეგვკრიბეს იმისთვის, რომ ჩვენ ვიაროთ სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ინსტიტუტებში და ვაწარმოოთ აგიტაცია-პროპაგანდა ნარკოტიკის წინააღმდეგ. დავიბენი, ვერ მივხვდი, რატომ მოვხვდი ამ სიაში... შემდეგ წავედით პატრიარქთან. ჩვენ, აჟიტირებულები, რომ გადავრჩით დაჭერას, წავედით პატრიარქთან. როდესაც მივედით იქ, დაგვალევინეს კონიაკი, რამაც ნერვიულობა მოგვიხსნა და შემდეგ, რაღაც პაუზის შემდეგ, პატრიარქმა, ჩვეული მშვიდი და ჩუმი ტონით უთხრა, ძალიან ბევრი ქვეყანააო, სადაც ნარკოტიკზე არანაირი აკრძალვა არ არისო, და სწორედ ის ქვეყნებია, სადაც ყველაზე ნაკლები კრიმინალია და ყველაზე ნაკლები მოხმარებააო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქეთ უნდა წავიდეთო. ამის აკრძალვას და ძალადობრივი მეთოდებით ამასთან ბრძოლას შევეშვათო... სამწუხაროდ, ერთადერთი ვარ იქ მყოფი ადამიანებიდან, ვინც ამას ყვება", - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.

ნახეთ ვიდეო

"დეა კაპანაძე რაღაცას მალავს, დედამისმა მითხრა შენთან შესახვედრად უნდა მოვამზადოო" - რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"დედაჩემთან დარეკა, დედიკო თუ მამიკომ ყვირილი დაიწყო მილიციას გამოუძახე და მიშველეო" - რას ჰყვება გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის და

"ცოლს შვილის მკვლელობით დაემუქრა, ფულს თუ არ გამომიგზავნი, ამის ხმას ვეღარ გაიგებო" - თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია