"პალიტრა L"-მა ახალი სერიის " TOP თრილერის" პრეზენტაცია გამართა

"პალიტრა L"-მა ახალი სერიის " TOP თრილერის" პრეზენტაცია გამართა

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ახალი სერიის "TOP თრილერის" პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოეწყო. გამომცემლობამ ახალი სერიის პრეზენტაცია ორიგინალური ფორმით წარმოადგინა. კერძოდ, პავილიონში მოწყობილი იყო დამნაშავეთათვის განკუთვნილი სტენდი, იატაკზე თეთრი საღებავით შემოხაზული ადამიანის კონტური და ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრული ადგილი.

როგორც "ინტერპრესნიუსსთან" საუბრისას გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა ნინო დეკანოსიძემ განაცხადა, თრილერი ყველა ასაკის, სქესისა და რასის წარმომადგენელს უყვარს. მისივე თქმით, აღნიშნული სერიის ფარგლებში ამ ჟანრის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები გამოიცემა.

წიგნები ეკრანიზებულია ჰოლივუდის სხვადასხვა სტუდიების მიერ და დიდი პოპულარობით სარგებლობს. "თოპ თრილერის" სერიის პირველი წიგნი ჯეიმზ პეტერსონის "ობობას გამოჩენაა". წიგნის შინაარსის თანახმად, დახურული სკოლიდან ფინანსთა მინისტრის ვაჟსა და ჰოლივუდის ვარსკვლავის ქალიშვილს იტაცებენ. წიგნის მთავარი პერსონაჟი დეტექტივი ალექს კროსია, რომელიც საქმეს იკვლევს და დამნაშავის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ადგენს. შემდეგ მოვლენები მეტად საინტერესოდ ვითარდება.

სერიის მომდევნო წიგნი გილიან ფლიმის "გაუჩინარებული ქალი", მესამე წიგნი კი სტივენ კინგის "მობილური" იქნება. "პალიტრა L"-ში აცხადებენ, რომ "TOP თრილერის" სერიის ფარგლებში ყველაზე ცნობილი თანამედროვე ტრილერები გამოიცემა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია