ჩაქვში ავარიას მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალი ემსხვერპლა

ჩაქვში ავარიას მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალი ემსხვერპლა

დაბა ჩაქვში ავტოავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი არიან მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალბატონი. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსის მოადგილემ ხუსეი სირაბიძემ განუცხადა, შემთხვევის შედეგად დაშავებული მძღოლი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"დაბა ჩაქვში, სკოლის მიმდებარედ მსუბუქი ავტომობილი "ნისან მიკრა" შეეჯახა სატვირთო ავტომობილს, თვითმცვლელს. მსუბუქ ავტომობილში სულ ხუთი მგზავრი იყო. ორი ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში", - აღნიშნა ხუსეინ სირაბიძემ.

"გურიის მოამბის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანით, რომელიც ავტოკატასტროფაში მოყვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში გამგებლის წარმომადგენლის, მერაბ ბერაძის ოჯახი მგზავრობდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია