როდემდე გასტანს საქართველოში არამდგრადი ამინდი - მომდევნო კვირის პროგნოზი

როდემდე გასტანს საქართველოში არამდგრადი ამინდი - მომდევნო კვირის პროგნოზი

საქართველოში 7 ივნისამდე არამდგრადი ამინდი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ, ზოგიერთ რაიონში, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი მაღალმთიან რაიონებში.

არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება კვირის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ დღეებში შესაძლოა ტემპერატურამ 30 გრადუსაც კი გადააჭარბოს.

დედაქალაქში ცალკეულმა დღეებმა შესაძლოა უნალექოდ ჩაიაროს, თუმცა არამდგრადი ამინდები თბილისშიც შენარჩუნდება. 31 მაისს, დღისით მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, წვიმა, ელჭექი. 1-2 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონებში საღამოს საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია