"ცივსისხლიანი" ჟურნალისტისა და მსახიობის ტანდემი

"ცივსისხლიანი" ჟურნალისტისა და მსახიობის ტანდემი

"ქასთინგი 7 ულამაზეს ცივსისხლიან ჟურნალისტთან გავიარე, ბოლოს მეწყვილედ ნინო ახალაძე შემირჩიეს.

სახლში - ნინო, სამსახურში - ნინო, ეს სახელი ჩემს ბედისწერად იქცა", - ხუმრობს მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი. მერე კი მთელი სერიოზულობით დასძენს: "რა დასამალია და ვღელავ"...

მღელვარების მიზეზს ცოტა მოგვიანებთ გაგიმხელთ, მანამდე კი - რამდენიმე ცნობა მსახიობის ახალი ამპლუასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.

- გიორგი, სატელევიზო საქმიანობაში ძალიან აქტიურად ხარ ჩართული. შემოქმედებით საქმიანობაში სიახლეები გაქვს?

- რეჟისორობა დავიწყე, ჩემს ფილმებზე ვმუშაობ. რეჟისორებს კი არ უყვართ გარეჟისორებულ მსახიობთან მუშაობა. მე რეჟისორებსაც ვათამაშებ არ მეშინია. ახალ ფილმზე ვმუშაობ. ჯერ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ.

- ეკრანს მიღმა შენი ცხოვრება როგორია? გიორგი, როგორი მამა ხარ?

- ჩემი შვილი 12 წლის არის. გარეგნულად ძალიან მგავს. რომ ვუყურებ, ჩემი ბავშვობა მახსენდება. მთელი ჩემი ფიქრები მისკენაა მიმართული.

- მსახიობობას ხომ არ აპირებს?

- ეს პროფესია მოსწონს, მაგრამ არტისტობის რთული მხარეებიც იცის. მსახიობობა მაინც დეპრესიული პროფესიაა. მსახიობები ქუჩაში იღიმიან და კარგად გამოიყურებიან. ამ ყველაფრის მიღმა კი ხშირ შემთხვევაში ბევრი პრობლემაა.

- ოჯახში, როგორც წამყვანს, შენიშვნებს გაძლევენ?

- კი. ოჯახის წევრები ხომ ყველაზე მეტად კრიტიკულები არიან ზოგჯერ ვკამათობთ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ძალიან მეხმარება.

- ახლა შენს ტელესაქმიანობას დავუბრუნდეთ...

- ძალიან მიყვარს "ლუპა", შვილივით მიყვარს ეს გადაცემა და დარწმუნებული ვარ, ასევე ძალიან შემიყვარდება "შუადღე" რომელიც 1-ელ ივნისს პირველ ნაბიჯს გადადგამს. პირდაპირ ეთერში მხოლოდ სტუმრის სტატუსით ვყოფილვარ, როგორც წამყვანისთვის ეს ჩემთვისაც სიახლეა. საერთოდაც, განსხვავებული იქნება.

- განსხვავებული რით იქნება?

- მე და ჟურნალისტი ნინო ახალაძე ვიქნებით ვართ წამყვანები და უკვე განსხვავებული არ არის? პირდაპირ ეთერში ყველა იმ საკითხზე ვილაპარაკებთ, რაც ჩვენს ქვეყანაში აქტუალურია, რაზეც ხალხი წუხს და ფიქრობს. გვექნება სოციალური თემებიც და "ყვითელი" ამბებიც. მსახიობი ვარ, ამა თუ იმ საკითხზე ჩემი პოზიციის გამოხატვისგან თავს არ შევიკავებ. ვილაპარაკებ ისე, როგორც ადამიანები ყოველდღიურ ურთიერთობებში ახლობლებთან ლაპარაკობენ. მე თამამი ვიქნები, ნინო ჟურნალისტია და შედარებით მკაცრი იქნება, ინფორმაციას მოგვაწვდის.

ნინო:

- მაყურებელს ვპირდებით, რომ ჩვენთან ერთად, 45 წუთს საინტერესოდ გაატარებს. ეს იქნება თავისუფალი გადაცემა. მე როგორც ჟურნალისტი ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, საკუთარი აზრი მაყურებელს თუ მკითხველს თავს არ მოვახვიო.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია