დღეს, "პალიტრა L" წიგნის ფესტივალის ფარგლებში ბავშვებს და თინეიჯერებს დაასაჩუქრებს

დღეს, "პალიტრა L" წიგნის ფესტივალის ფარგლებში ბავშვებს და თინეიჯერებს დაასაჩუქრებს

გამომცემლობა "პალიტრა L", წიგნის ფესტივალის ფარგლებში წიგნის მოყვარულ ყველა თაობის წარმომადგენელს სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობს.

დღეს, "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში "პალიტრა L" საბავშვო დღეს გამართავს. წიგნის ფესტივალზე მისულ პატარებს 15.30 საათიდან ანიმატორები, მწერლები და მხატვრები უმასპინძლებენ. ბავშვებს ზღაპრებს გურამ პეტრიაშვილი წაუკითხავს, ხატვის მასტერკლასებს ნინო ჩაკვეტაძე ჩაუტარებს. ფესტივალზე მისულ პატარა მკითხველს "პალიტრა L"-ის თანამშრომლები ჟურნალ "კარუსელით", ბუშტებით და სახის მოხატვით დაასაჩუქრებენ.

31 მაისს, ფესტივალის ფარგლებში, 14.00 საათზე, "ლიბერთინსის" ერთი წლის აღსანიშნავად კოსტიუმირებული კარნავალი გაიმართება. "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში სტუმრად მისულ თინეიჯერებს "პალიტრა L" ტორტით, მუსიკითა და სხვადასხვა საჩუქრით დააჯილდოებს. გამომცემლობის მხატვრები კი ყველა მოზარდს სახეს მოუხატავენ. შედგება "ლიბერთინსის" მე-6 წიგნის, ამერიკელი მწერლის, ლუის ლოურის "გამღების" პრეზენტაცია.

"პალიტრა L"- მა წიგნის ფესტივალის ფარგლებში ახალი სერიის "თოპ თრილერის" პირველი წიგნის პრეზენტაცია ხუთშაბათს ორიგინალური მეთოდით გამართა - პავილიონში მოწყობილი იყო დამნაშავეთათვის განკუთვნილი სტენდი, იატაკზე თეთრი საღებავით შემოხაზული ადამიანის კონტური და ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრული ადგილი.

"თოპ თრილერის" სერიის პირველი წიგნი ჯეიმზ პეტერსონის "ობობას გამოჩენაა". სერიის თარგმნა გრძელდება. სერიის მომდევნო წიგნია გილიან ფლიმის "გაუჩინარებული ქალი", მესამე კი - სტივენ კინგის "მობილური" იქნება.

სიახლე!

თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია