უკონტროლო ბიზნესი, რომლის დაწყებაც საქართველოში ყველას შეუძლია

უკონტროლო ბიზნესი, რომლის დაწყებაც საქართველოში ყველას შეუძლია

გემბლინგი - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება 21-ე საუკუნის ცნობილი სენია, რომელიც თავისი მასშტაბითა და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების დოზით, ნარკომანიას არაფრით ჩამოუვარდება.

მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში, სათამაშო ბიზნესი ყოველთვის იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. bpn.ge აზარტული თამაშების ქართულ ისტორიაზე ადრეც წერდა, (იხილეთ: აზარტული თამაშების ქართული ისტორია) ამჯერად კი თქვენს ყურადღებას ონლაინ კაზინოებზე შევაჩერებთ.

რა აუცილებელი პროცედურები უნდა გაიაროს პირმა, რომ ონლაინ კაზინო დაარეგისტრიროს; რამდენად იოლია ამ ბიზნესის დაწყება ჩვენს ქვეყანაში; როგორ რეგულირდება სახელმწიფოს მიერ ეს ბიზნესი და რა თანხას იხდიან ონლაინ კაზინოს მფლობელები ბიუჯეტის სასარგებლოდ - ამ და სხვა კითხვებზე bpn.ge -ს საზოგადოების - "ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა" ხელმძღვანელმა და ეკონომიკის ექსპერტმა, ლევან კალანდაძემ უპასუხა.

როგორც კალანდაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ონლაინ კაზინოს დარეგისტრირება ჩვენს ქვეყანაში ძალიან მარტივია და ამ თვალსაზრისით შეზღუდვები, ფაქტობრივად, არ არსებობს.

ლევან კალანდაძე: საქართველოში რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვა ონლაინ კაზინოს დარეგისტრირებასთან დაკავშირებით არ არსებობს. შესაბამისად, მისი შექმნა პრაქტიკულად ყველას შეუძლია. ამისთვის აუცილებელია გქონდეთ შესაბამისი პროგრამა და ვებ-გვერდი. ერთადერთი, რაც შეიძლება შეზღუდვად მივიჩნიოთ, არის საკითხი, რომელიც საკრედიტო ბარათებით ანგარიშსწორებას უკავშირდება. ამაზე პასუხისმგებლობა კი ბანკებს ეკისრებათ, რომლებიც ვალდებული არიან აღნიშნული ბარათი მხოლოდ სრულწლოვან პიროვნებებზე გასცენ. რაც შეეხება თავად ონალინ კაზინოს მფლობელს, მისთვის რაიმე ტიპის შეზღუდვები არ არსებობს.

- როგორ რეგულირდება საქართველოში სახელმწიფოს მიერ ეს ბიზნესი და რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით სხვა ქვეყნებში?

- ჩვენთან არანაირი რეგულაცია არ არსებობს. თუ ჩვეულებრივი კაზინოს შემთხვევაში ის ექვემდებარება ლიცენზირებას, რაც გარკვეული ნორმების დაკმაყოფილებას მოითხოვს, როგორც საწესდებო კაპიტალის, ისე სათამაშო სივრცის მოწყობის თვალსაზრისით, ასევე არასრულწლოვანების არ დაშვების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ონლაინ კაზინოს შემთხვევაში მსგავსი მოთხოვნები პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენ კი ვიძახით, რომ სრულწლოვანი ასაკია საჭირო იმისთვის რომ ადამიანმა აიღოს საკრედიტო ბარათი და ჰქონდეს თამაშზე წვდომა, მაგრამ რეალურად ამ ე.წ დათქმის გვერდის ავლის ძალიან ბევრი მარტივი საშუალება არსებობს. ადამიანები იღებენ საკრედიტო ბარათს სხვა სახელით, თამაშობენ სხვა სახელით და შესაბამისად, აკრძალვა რომ არასწრულწლოვანები ონლაინ კაზინოში არ "დაიშვებიან", მხოლოდ ფორმალურია.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია