10 უმდიდრესი ქართველი პოლიტიკოსი

10 უმდიდრესი ქართველი პოლიტიკოსი

ძნელია იმის თქმა, პოლიტიკოსები უფრო ხშირად მიდიან ბიზნესში თუ ბიზნესმენები პოლიტიკაში. ფაქტია, რომ ქართველ პოლიტიკოსებს შორის ბევრი მილიონერია.

დავით ბეჟუაშვილი უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრია. თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით მოხვდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა. მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის 1994 წლიდან ოფშორულ ზონაში, მარშალის კუნძულებსა და კვიპროსზე რეგისტრირებული ორი კომპანიის პარტნიორია, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს ფლობს. ინდუსტრიული ჯგუფის საკუთრებაა 8 ჰიდრო- და 1 თბოელექტროსადგური, შპს "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი", რომელიც ტყიბულში ძიძიგურისა და მინდელის სახელობის ქვანახშირის საბადოებს ფლობს, შპს "ტიფლის სითი", ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა, "ქართული ლუდის კომპანია" და "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია". ჰოლდინგის მონაცემებით, ენერგოკომპანიების გამოკლებით, სხვა შვილობილი კომპანიების შემოსავალმა მხოლოდ 2011 წელს 52 მილიონი ლარი შეადგინა, აქტივებმა კი - 105 მილიონი ლარი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დავით ბეჟუაშვილის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დამოუკიდებელი დეპუტატის, დმანისის მაჟორიტარი კახაბერ ოქრიაშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ორი ბინა დმანისში, სახლი და მიწის ნაკვეთი სოფელ განთიადში, ასევე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი წავკისში. მეუღლის, ლინა თოფურიას, საკუთრებაა ბინა და არასაცხოვრებელი ფართი თბილისში. კახა ოქრიაშვილი სს "ელექტრონიკის" აქციონერია. მისი დაფუძნებულია შპს "პსპ ფარმა" და შპს "ჯეომედი". მხოლოდ "პსპ"-დან მიღებულმა შემოსავალმა ერთი წლის განმავლობაში 6 მილიონი ლარი შეადგინა. არაოფიციალური მონაცემებით, კახა ოქრიაშვილის ქონება დაახლოებით 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხობის მაჟორიტარი გოდერძი ბუკია 2008 წლიდან შპს "სისტემ-ნეტის" პარტნიორია. დეპუტატი პარლამენტში მაინცდამაინც არ აქტიურობს. არაოფიციალური მონაცემებით, მისი ქონება 250 მილიონ დოლარად ფასდება.

ზურაბ ტყემალაძე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, გამომგონებელი და 15-მდე ქართული ღვინის მარკის ავტორია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე, აქვს ბინა, რომლის ფართობი 205 კვმეტრია, მის მფლობელობაშია ასევე 348 კვმ მიწის ნაკვეთი ჭავჭავაძეზე, მსუბუქი ავტომანქანა "პეჟო 607" და სს "თბილხელსაწყოს" ფასიანი ქაღალდები 68.500 დოლარის ოდენობით. ტყემალაძე შპს "საამოსა" და შპს "აგუნას" პარტნიორია. არაოფიციალურად, ტყემალაძის ქონება დაახლოებით 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია