თბილისში გველების 11 სახეობა დაფიქსირდა - როგორ მოვიქცეთ და ვის მივმართოთ, თუ ქვეწარმავალს წავაწყდით

თბილისში გველების 11 სახეობა დაფიქსირდა - როგორ მოვიქცეთ და ვის მივმართოთ, თუ ქვეწარმავალს წავაწყდით

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, თბილისში მოქალაქეების მხრიდან გველებთან დაკავშირებით გამოძახებამ იმატა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან აცნობეს, მაისის თვეში გველთან დაკავშირებით 109 გამოძახებაა, აპრილის თვეში კი, მხოლოდ 5 გამოძახება იყო.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, თეიმურაზ ფხალაძის განცხადებით, ქვეწარმავლის დანახვის შემთხვევაში მოქალაქეები დაუყოვნელივ უნდა დაუკავშირდნენ 112-ს. ფხალაძის თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გველდამჭერთა მობილური ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გველების მხრიდან ადამიანის დაკბენის ფაქტი ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, გამოძახებები ფიქსირდება თბილისის ყველა უბნიდან, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსებიდან და ძველი საცხოვრებელი სახლებიდან.

ამ დროისთვის, შემდეგი სახეობის გველები არიან დაფიქსირებულები: გველხოკერა, ჩვეულებრივი ანკარა, წყლის ანკარა, წითელმუცელა მცურავი და აგრესიული ნაირფერი მცურავი, ამიერკავკასიური მცურავი, ოთხზოლიანი მცურავი, ეირემისი, გველბრუცა, კატისთვალა გველი და ცენგოს ფერი მცურავი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განმარტებით, მათ შორის შხამიანი არც ერთი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ| ადამიანის მჭამელი გიგანტური გველები

"გაოგნებული ვარ საიდან ჩნდება ამხელა აგრესია" - "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

"საბჭოსთვის მიუღებელია მოთხოვნების გამოხატვის ფორმა" - როგორ პასუხობს "საქნახშირი" გაფიცულ მეშახტეებს

"მივმართავთ მოსახლეობას, 5 ივლისს, შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ გადაგვარების მცდელობა მიუღებელია" - საპატრიარქო