Ambebi.ge-ს თხოვნა ერთგულ მკითხველს: მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება

Ambebi.ge-ს თხოვნა ერთგულ მკითხველს: მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება

Ambebi.ge-ს რედაქცია მუშაობს სტატიაზე, რომლის მიზანია გავარკვიოთ, გაუმჯობესდა თუ არა საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ცხოვრება ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამისთვის ჩვენი ჟურნალისტი თამარ კორკოტაშვილი ქუჩის გამოკითხვებს ჩაატარებს, სადაც შემთხვევითი პრინციპით შერჩეული რესპოდენტები ჩვენს მიერ მიწოდებულ ათ კითხვას უპასუხებენ.

Ambebi.ge-ს რედაქცია თხოვნით მიმართავს მკითხველს, მიიღოს მონაწილეობა ინტერნეტგამოკითხვაშიც. ამისთვის გთხოვთ,  შეავსოთ გამოკითხვის სპეციალური ფორმა, ან აქვე, საიტის კომენტარების ველში დატოვოთ თქვენი პასუხები.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, გაუმჯობესდა თუ არა თქვენი მდგომარეობა შემდეგ საკითხებში:

1. პირველადი მოხმარების საგნებისა და კვების პროდუქტების შეძენა. გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი მსყიდველობითი უნარი?

2. მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა, საავადმყოფოებში მომსახურების მიღება, დაზღევა - შეიცვალა თუ არა ამ კუთხით, რამე უკეთესობისკენ, თქვენთვის?

3. გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი პირადი ან ოჯახის შემოსავალი? თუ გაიზარდა, რატომ?

4. შრომითი უფლებები - რამდენად გაუარესდა ან გაუმჯობესდა თქვენი სამუშაო გარემო და პირობები?

5. იძლევა თუ არა, ჩვენს ქვეყანაში, მიღებული განათლება დასაქმებისა და რეალიზების საშუალებას? როგორია ამ კუთხით თქვენი პირადი გამოცდილება?

6. გაქვთ თუ არა, მცირე ბიზნესის დაწყების სურვილი/ შესაძლებლობა და რატომ?

7. გაიზარდა თუ შემცირდა უსაფრთხოების შეგრძნება - რამდენად უსაფრთხოა თქვენთვის თქვენი გარემო? ქვეყანა?

8. გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ცხოვრების პირობები: 1. საკუთარ სახლში 2. საკუთარ ქუჩაზე 3. საკუთარ ქალაქში ( გაუმჯობესდა თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურება)

9. რამდენად ხშირად მიმართავთ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებს და რატომ?

10. გაქვთ თუ არა თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მომავლის უზრუნველყოფის საშუალება: 1. თანხის დაბანდება 2. გარკვეული დანაზოგის შექმნა 3. განათლებაში ინვესტირება.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის,

პატივისცემით, AMBEBI.GE-ს რედაქცია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია