საზაფხულო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 10 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

საზაფხულო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 10 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

თბილისის მერიის განცხადებით, საზაფხულო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 10 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, 25 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება.

"მშობელთა მოთხოვნის საფუძველზე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ წელს საზაფხულო ბაგა-ბაღების რაოდენობის გაზდა გადაწყვიტა. 1-ელი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით თბილისის ათივე რაიონში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს "საზაფხულო ბაღები" გააგრძელებენ. საზაფხულო ბაგა-ბაღები შეირჩა ადგილმდებარეობის, კეთილმოწყობილი შენობისა და ეზოს ფაქტორების გათვალისწინებით", - აცხადებენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, საზაფხულო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე - www.kids.org.ge 10 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

საზაფხულო ბაღში დარეგისტრირებით აღსაზრდელები მომსახურებას მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში მიიღებენ.

თბილისის მერია რაიონების მიხედვით საზაფხულო ბაღების სიასაც აქვეყნებს.

1. გლდანი - 48 საბავშვო ბაღი - ჩიქვანაიას 38

2. გლდანი - 205 საბავშვო ბაღი - გლდანის V მიკრორაიონი

3. გლდანი - 1-ლი ლოგოპედიური საბავშვო ბაღი - გლდანის VIII მიკრორაიონი

4. გლდანი - 184 საბავშვო ბაღი - მუხიანის I მიკრორაიონი

5. დიდუბე - 15 საბავშვო ბაღი - გაფრინდაულის 6

6. დიდუბე - 23 საბავშვო ბაღი - დიღმის მას. IV კვარტალი

7. დიდუბე - 91 საბავშვო ბაღი - წერეთლის 136

8. ვაკე – I საბავშვო ბაღი - ფალიაშვილის 34

9. ვაკე - 27 საბავშვო ბაღი - შავშიშვილის 5

10. ვაკე - 85 საბავშვო ბაღი - ვაჟა-ფშაველას 71

11. ისანი - 29 საბავშვო ბაღი - პატარძეულის 1

12. ისანი - 66 საბავშვო ბაღი - გუთნის I ჩიხი

13. ისანი - 182 საბავშვო ბაღი - ვაზისუბნის დასახლება

14. ისანი - 215 საბავშვო ბაღი - ქ. ჩოლოყაშვილის 1

15. კრწანისი -51 საბავშვო ბაღი - გორგასლის 43

16. მთაწმინდა - 170 საბავშვო ბაღი - შანიძის 28

17. ნაძალადევი - 9 საბავშვო ბაღი -გუდამაყრის 2

18. ნაძალადევი- 43 საბავშვო ბაღი - ლაითურის 64

19. ნაძალადევი - 60 საბავშვო ბაღი - თემქა XI მიკრო III კვარტალი

20. საბურთალო - 198 საბავშვო ბაღი - ი.პეტრიწის 15/ა

21. საბურთალო - საბავშვო ბაღი იმედი - ბახტრიონის 8

22. სამგორი - 28 საბავშვო ბაღი - მესამე მასივი X კვარტალი

23. სამგორი - 45 საბავშვო ბაღი - ჯავახეთის 8/ა

24. სამგორი -16 საბავშვო ბაღი - ბ.ხმელნიცკის 181

25. ჩუღურეთი - 34 საბავშვო ბაღი - გრანელის 17

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია