"მაცადეთ ჩემი საქმის კეთება და ნუ ეცდებით ჩემი იმიჯის დანგრევას" - თბილისში ჩამოსული კრიშტიანო რონალდო მიმართვას ავრცელებს

"მაცადეთ ჩემი საქმის კეთება და ნუ ეცდებით ჩემი იმიჯის დანგრევას" - თბილისში ჩამოსული კრიშტიანო რონალდო მიმართვას ავრცელებს

ფეხბურთის ვარსკვლავი, ქალების გულთამპყრობელი, პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო თბილისშია. იგი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად თბილისში 5 ივნისს, გამთენიისას ჩამოფრინდა ლისაბონიდან. საქართველოში ვიზიტი 13 ივნისს ერევანში გასამართ ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩს უკავშირდება.

ნაკრები სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" დაბინავდა. სავარაუდოდ, სწორედ სასტუმროს აუზზეა გადაღებული ვიდეო, რომელიც ფეხბურთელმა ფანებისთვის გაავრცელა. რონალდოსგან ეს საქციელი მოულოდნელია - ის თავადვე ამბობს მობილურით გადაღებულ ვიდეოში, რომ პრესასთან ურთიერთობა არ უყვარს და იშვიათად თანხმდება კომენტარებზე. 30 წლის ვარსკვლავი ამბობს:

"ჩემო გულშემატკივრებო, ეს რთული წელი იყო, მაგრამ თქვენ ყოველთვის გვერდით იდექით, მაჩვენებდით თქვენ მხარდაჭერას". შემდეგ კი ჟურნალისტებს მიმართავს: "არასდროს ვსაუბრობ პირად ცხოვრებაზე, მაგრამ ახლა მინდა გამოვიყენო შესაძლობლობა და ვთქვა, რომ ბოლო კვირებში პრესა ათას სიბინძურეს წერდა ჩემზე. ჭორაობდნენ, რომ ახალი გერლფრენდი მყავს, რომ ვაკეთებ იმას... ამას. თავი დამანებეთ! მაცადეთ ჩემი საქმის კეთება და ნუ ეცდებით ჩემი იმიჯის დანგრევას, რადგან ვერ მოახერხებთ".

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია