"ვინ არის ეს ბავშვი, სად იმყოფება და რაც მთავარია, არის თუ არა ცოცხალი" - ქართველი მასაჟისტის ვიდეომ, რომელიც ჩვილს წყალში აბანავებს დასავლეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია

"ვინ არის ეს ბავშვი, სად იმყოფება და რაც მთავარია, არის თუ არა ცოცხალი" - ქართველი მასაჟისტის ვიდეომ, რომელიც ჩვილს წყალში აბანავებს დასავლეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია

საქართველოში გადაღებული ვიდეო, რომელშიც მასაჟისტი თვეების ჩვილს წყალში მასაჟს უკეთებს, მრავალი უცხოური გამოცემის განხილვის საგნად იქცა.

"შემაშფოთებელი ვიდეო, რომელშიც ახალშობილს წყალში აყურყუმალავებენ, კვლავ რჩება ფეისბუქზე, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ბავშვზე ძალადობის ფაქტი", - წერს USA Today.

"ჩვენც როგორც სხვები ვთვლით, რომ ასეთი ქცევა აღმაშფოთებელია. ჩვენ ვშლით ყველანაირ პოსტს, რომელიც ახალისებს ან მხარს უჭერს ძალადობრივ ქცევას. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ხდება ქმედების დაგმობა, მის შესახებ ხალხის ინფორმირება, ჩვენ ვიდეოს გაფრთხილებას ვადებთ და 18 წლამდე ადამიანებისთვის ცენზურას ვუკეთებთ", - განუცხადა გამოცემა USA Today-ს "ფეისბუქის" ადმინისტრაციამ.

"თუმცა, მიუხედავად ამისა, ვიდეო სოციალურ ქსელში რჩება იმისთვის, რომ მოხდეს ხალხის ცნობიერების ამაღლება".

მედიაში დაწერილი უამრავი კრიტიკული სტატიის გარდა, ვიდეოს "ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ნაციონალური საზოგადოებაც" ეხმაურება, რომელიც ბრიტანეთშია დაარსებული: "ჩვენ ძალიან ვართ შეწუხებული ბავშვისადმი ასეთი მოპყრობის გამო და ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და გაურკვეველია, რატომ არ ამოიღო ფეისბუქმა თავის სივრციდან ეს საშინელი ვიდეო", - ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ამერიკული ორგანიზაცია childhelp-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი კრისტინა მარტინესი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს: "ხალხს აინტერესებს, ვინ არის ეს ბავშვი, სად იმყოფება და რაც მთავარია, არის თუ არა ცოცხალი". მარტინესმა აგრეთვე ვიდეოს ბავშვზე ძალადობის მაგალითი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეომ საქართველოშიც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. "ფეისბუქის" გვერდზე Georgian Moms, ქართველი დედები აღშფოთებას ვერ მალავენ:

"ამ ვიდეოს შემდეგ, ისეთი შოკი განვიცადე, სულ ჩემ პატარას ვეფერები, ეს რა უბედურებაა"; "ისე შეიძლება გაუტყდეს ძვლები, ვერც გაიგებთ! ბოლოს ტირილისგან დაიღალა და აღარ ტირის. იყო ასეთი შემთხვევა, ასეთი მასაჟის დროს ბავშვი კინაღამ შოკით მოკვდა"; "გული ცუდად გამიხდა, არ ესმით, რომ ეს უდიდესი სტრესია ბავშვისთვის"; "ეს რა საშინელება ვნახე! ბავშვის დედას სულ ოდნავ გაეგება, რა არის მასაჟი? ან პედიატრი არ ჰყავს? ამ პაწუკას ჯერ რად უნდოდა მასაჟი? გადასარევი მასაჟისტი მყავდა, რომელსაც ერთხელ არ აუტირებია ბავშვი. ეს რა უბედურებაა!" - წერენ აღშფოთებული დედები "ფეისბუქის" ჯგუფში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია