7 ცნობილი სახე, რომელიც ქართულ საზოგადოებას არ აღიზიანებს

7 ცნობილი სახე, რომელიც ქართულ საზოგადოებას არ აღიზიანებს

რისი ბრალია არავინ იცის, მაგრამ ქართველები პოპულარული ადამიანების მიმართ აგრესიას არასდროს არ მალავენ. ამას ინტერნეტ-სივრცეში თუ სხვადასხვა ადგილებში ყოველდღიურად ვაწყდებით. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომელთა გამოჩენაც ქართულ საზოგადოებას ნაკლებად აღიზიანებს და იშვიათად თუ გადავაწყდებით მათზე უარყოფით პოსტებსა თუ ლანძღვა-გონებას. წარმოგიდგენთ ამ ადამიანების ჩამონათვალს:

ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის მეუღლე და ცნობილი დიზაინერი ანუკა არეშიძე, რეიტინგულიც არის, პირდაპირიც, მაგრამ ხალხის გაღიზიანებას არ იწვევს. ანუკა ზომიერად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ყოველთვის გემოვნებით და შესაბამისად იმოსება. ეწევა ქველმოქმედებას, თუმცა საჯაროდ ამაზე არასდროს საუბრობს. კახი კალაძის მეუღლე მთელ დროს ოჯახს და საკუთარ საქმეს ახარჯავს.

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე პოპულარული ქალბატონია, საკუთარ აზრს ყოველთვის თავისუფლად გამოთქვამს. ალასანიას მეუღლე, ზოგჯერ ხმამაღალ განცხადებებსაც აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ნათია პროფესიის ფსიქოლოგია, აქვს საკუთარი სარეაბილიტაციო ცენტრი "კამარა", რომელიც წამალდამოკიდებულ პირებს ახალი ცხოვრების დაწყებაში ეხმარება. ის სკანდალებში არასდროს ეხვევა და ხალხსაც არ აღიზიანებს.

თიკა ფაცაცია საზოგადოების ინტერესის ნაკლებობას არასდროს უჩიოდა, მის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ, მაშინ გაჩნდა, როდესაც "პირველ არხზე" დილის აერობიკაში გამოჩნდა. პოპულარული თავიდანვე გახდა, წარმატებული და მომხიბვლელი მოდელი, შემდეგ გათხოვდა, გარკვეული პერიოდით ამერიკაში იცხოვრა, თუმცა მაშინაც არ გამქრალა მის მიმართ ინტერესი. თიკას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. არის სხვადასხვა პროექტების და გადაცემების წამყვანი, არასოდეს ეხვევა სკანდალებში და შესაძლოა, სწორედ ამიტომაც არ იწვევს არავის გაღიზიანებას.

მარიკა თხელიძე ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, როდესაც მთელმა საქართველომ გაიცნო. სიმღერამ "ჯუსტ ტრყ" მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაშიც მოუტანა წარმატება. მარიკა ზემოთ ჩამოთვლილი ცნობილი ადამიანების მსგავსად არასდროს გახვეულა სკანდალებში, არც მაშინ როცა ნიკა რურუას მმართველობის დროს კულტურის სამინისტროში დაასაქმეს. ცოტა ხნის წინ, მომღერალი გათხოვდა, მისი რჩეული გიორგი ანდრიაძეა.

მსახიობი ანი ტყებუჩავა, მაყურებელმა პროექტიდან "დასი" გაიცნო. შემდეგ იყო გახმაურებული ქართული ფილმები, სადაც საკმაოდ თამამი როლები შეასრულა, თუმცა ამის გამო არასდროს გაუკრიტიკებიათ. ანი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია. ჰყავს მეუღლე და შვილი.

თამუნა ნიკოლაძე "თავისუფალი თეატრის" მსახიობია, თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა სერიალიდან "შუა ქალაქში" გაიცნო. სადაც ქეთევანის როლს ასრულებდა. დების თამარის და ქეთევანის პოპულარობამ გამოჩენისთანავე პიკს მიაღწია, სერიალის დახურვის შემდეგ მათ "რუსთავი 2"-ზე გადაინაცვლეს. თამუნა ნიკოლაძე არასდროს ხვდება სკანდალებში, ჰყავდა მეუღლე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაშორდა და ამის შესახებ არსად საუბრობს.

ანი გიუნტერი ჯერ კიდევ "202"-ზე გამოჩენის დროს გახდა პოპულარული. ის სერიალ მუსკულებში თამაშობდა. განათლებით მუსიკოსია, "202"-ის შემდეგ "სტერეოს" დილის გადაცემა მიჰყავდა, საიდანაც "რუსთავი 2"-ზე გადავიდა. მუშაობს ახალგაზრდულ ოლიმპიურ კომიტეტში. ინტერვიუებს ხშირად არ თანხმდება, თუმცა გულწრფელი რესპოდენტია, რასაც ფიქრობს იმას ამბობს და ალბათ ამიტომაც არ კარგავს არც პოპულარობას და არ იწვევს ხალხის აგრესიას.

AMBEBI.GE

თამარ ბოჭორიშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ