კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:03 / 09-02-2017
საქართველოს ყველაზე არაპოპულარული მეფეები, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის
საქართველოს ისტორიაში გარდა წარმატებული, ძლიერი, ცნობილი მეფეებისა, იყვნენ მმართველები, რომელთა მეფობა სიმბოლური იყო. ისინი ქვეყანას ფორმალურად მართავდნენ და მათი საქმეების შესახებ არც თუ ისე საკმარისი ინფორმაცია მოიპოვება. ისტორიკოსებს რამდენიმე ასეთი მეფის დასახელება ვთხოვეთ.

ვახტანგ II - მისი მეფობის წლები 1289-1292 წლებს მოიცავს. ის იყო დავით VI ნარინის ძე. დემეტრე II თავდადებულის სიკვდილით დასჯის შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველოში ხუტლუბუღას (სადუნ მანკაბერდელის ძე) რჩევით ყაენმა ვახტანგ II დაამტკიცა მეფედ. ამ უკანასკნელმა სულ სამი წელი იმეფა. ამ პერიოდში საქართველოში მონღოლები ბატონობენ, ქვეყნის მართვა-გამგეობა მათ ხელშია და ქართველ მეფეებს არც არაფერს
ეკითხებოდნენ. ამ პერიოდში ბევრი ქართველი მეფე მხოლოდ  ფორმალურად იყო ქვეყნის მეფე, ერთ-ერთი ასეთი სწორედ ვახტანგ მეორეა. იმდროინდელი წყაროების ინფორმაციით, მას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული საქმეები არ გაუკეთებია. დავით ნარინის სიკვდილის შემდეგ ვახტანგი დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა მემკვიდრეობით, რასაც მონღოლთა მფლობელობის ქვეშ საქართველოს გამთლიანება მოჰყვებოდა, მაგრამ 1292 წელს მეფე ვახტანგი მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი გელათის მონასტერშია დაკრძალული.

დავით V - საქართველოს მეფე 1155 წელს სულ რაღაც ექვსი თვის განმავლობაში. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო არის გაერთიანებული და ძლიერი. დავით აღმაშენებლის შემდეგ გამეფდა მისი მემკვირდე დემეტრე პირველი, რომელიც 1125-1156 წლებში მეფობდა. დემეტრე პირველს 1155 წელს აუჯანყდა თავისი უფროსი ვაჟი დავით V, დემეტრე პირველი იძულებული გახდა მეფობაზე უარი ეთქვა, ის ბერის სამოსით აღიჭურვა და ტახტი შვილს დაუთმო, დავით V-მ თავი მეფედ გამოაცხადა. მას საკმაოდ მრავალრიცხვოვანი მხარდამჭერი ჰყავდა და მის გადაწყვეტილებაზე ამანაც დიდი გავლენა იქონია.

დავით აღმაშენებელის, დემეტრე პირველისა და დავით მეხუთის დროს საქართველო მუსულმანური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებდა, თუმცა როგორც წყაროები იუწყებიან, წინამორბედებისგან განსხვავებით დავით V-ს ბრძოლა არ უწარმოებია. მეფეს ქვეყნის შიგნით ისეთი სიტუაცია ჰქონდა, რომ საგარეო საქმეებისთვის არ ეცალა. ის ძირითადად პოზიციების გამყარებით და ძალაუფლების შენარჩუნებით იყო დაკავებული. დავით V გამეფებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. ქართველი მემატიანე მოკლედ გადმოგვცემს ამ ამბავს: "დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა". სომეხი ისტორიკოსი მხითარ გოში დავითის სიკვდილს ორბელებს აბრალებს, მეორე სომეხი ისტორიკოსი ვარდანი კი პირდაპირ მიუთითებს მის მკვლელებს - სუმბატ და ივანე ორბელებს. დავითის სიკვდილის შემდეგ ტახტზე დროებით დემეტრე პირველი ავიდა და 1156 წელს მეფედ აკურთხა თავისი მეორე ვაჟიშვილი გიორგი III, თამარ მეფის მამა.

ვახტანგ IV
- ალექსანდრე I დიდის მემკვიდრე, რომელმაც სულ რამდენიმე წელს იმეფა. ის იყო ერთიანი საქართველოს მეფე 1442-1446 წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო საკმაოდ დასუსტებულია და არცერთ სფეროში წინსვლა არ აქვს. ამას გარდა, ამ პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე სათავადოები ჩამოყალიბდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დაშლას სამეფო-სამთავროებად. სწორედ ამ დროს მოუხდა ვახტანგ IV-ს მეფობა. ეს უკანასკნელი საკმაოდ ენერგიული, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსისა და მხედართმთავრის, ალექსანდრე I დიდის შვილი იყო. ალექსანდრე 1442 წელს ბერად აღიკვეცა ათანასეს სახელით და მის შემდეგ მისი ვაჟი ვახტანგი გამეფდა. მან სულ ოთხი წელი იმეფა. ამ ხნის განმავლობაში ვახტანგ მეოთხის მოღვაწეობის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

ყარა-ყოიუნლუს თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებელი ჯეჰან-შაჰის შემოსვლა საქართველოში - ერთადერთი ფაქტია, რაც მოხდა ვახტანგ მეოთხის მეფობის დროს. ჯეჰან-შაჰი 1444 წელს მეორედ შემოესია საქართველოს და ახალციხეს დაესხა თავს. ქართველი მემატიანის ცნობით, ვახტანგ მეოთხემ მტერს ჯარი დაუხვედრა, თუმცა გამარჯვება არცერთ მხარეს არ დარჩა, რადგან მებრძოლები მხოლოდ ღამემ გაჰყარა, მეორე დილას კი ჯეჰან-შაჰს ბრძოლის ველი ჩუმად დაუტოვებია. ვახტანგ IV-ის მეფობა ხანმოკლე და ასე თუ ისე შეუმჩნეველი აღმოჩნდა, მისი გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე ავიდა ვახტანგის ძმა გიორგი VIII.

გიორგი VI მცირე - საქართველოს მეფე 1311-1318 წლებში. ის იყო დემეტრე II თავდადებულის შვილიშვილი, დავით VIII-ის ძე. მისი მეფობის პერიოდი მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისია, ის დრო, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო მონღოლებს ჰქონდათ დაპყრობილი. დავით VIII-ს მონღოლებმა თავისი ძმები დაუპირისპირეს - ვახტანგ მესამე და გიორგი მეხუთე ბრწყინვალე. ეს უკანასკნელი მონღოლებმა თავიდან გაამეფეს 1299 წელს, მოგვიანებით 1318 წლიდან გიორგი მეხუთე ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ხდება და 1346 წლამდე მეფობს.

გიორგი VI მცირეს აღმზრდელი ფაქტობრივად გიორგი მეხუთე იყო. გიორგი VI მცირე მონღოლთა ყაენის მიერ იყო მეფედ დასმული, თუმცა ქართულ წყაროებში მასზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. უბრალოდ მოხსენიებულია, რომ გიორგი VI მცირე იყო მეფე, რომელიც იჯდა თბილისში, მისი მამა დავით მერვე კი აღმოსავლეთ საქართველოში იყო გაქცეული. გიორგი VI მცირე იყო ფორმალური მეფე, რომელიც 1318 წელს გარდაიცვალა და საქართველოს ერთპიროვნული მმართველი გიორგი მეხუთე ბრწყინვალე გახდა.

თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE
15:41 / 03-04-2017
gocha
1
გიორგი მეშვიდე უძლიერესი მეფეა.
12:37 / 21-02-2017
oi
0
მე კი ვახტანგ მეექვსის კანონებმა გამაგიჟა. აღბუღას შედგენილ კანონებზე ორჯერ სასტიკი იყო მისი კანონები,გლეხობას სულს ხდიდა და საერთოდ ლაჩარი მეფე იყო! ჰყავდა ჯარი და ვერ იყენებდა!ჰკითხეთ ისტორიკოსებს და არა ისტორიის მოყვარულ "მცოდნეებს!
მსგავსი სიახლეები
როგორ იქმნებოდა ინოვატორული სამხედრო საათები
"მატარებელი უკვე უნდა დაძრულიყო, როცა გვერდით კუპეში ორი გოგონა შევარდა"
+VIDEO მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტული აქტიდან დღეს 45 წლი გავიდა
ისტორიები ქართველებზე, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მილიონერები გახდნენ
+VIDEO: საოცრება ანდებში: ავიაკატასტროფის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილთა ისტორია -
"ალექსანდრეს ბაღი" ყველაზე პრესტიჟული, "სასვეტსკაო" ადგილი იყო
ქრისტიანობის გავრცელებამ ხუროთმოძღვრებასა და არქიტექტურას ახალი მოთხოვნილებები დაუსახა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:18 / 23-11-2017  Image რა ქონებას ფლობს პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დასახელებული შიო მუჯირი
რეესტრის მონაცემებით, მიტროპოლიტი არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განვითარების ფონდის დირექტორი
11:48 / 23-11-2017  Image რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს
გაეროს მონაცემებით, ჩატაევის "ანგარიშზე" 130-მდე ადამიანია
14:44 / 23-11-2017  Image "ის უკვე სასუფეველშია, მე კი აქ ჯოჯოხეთში მისი შვილები მაძლიერებენ..." - რას წერს დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლე
დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლე თამუნა ხელაია ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
11:12 / 23-11-2017  Image რას ნიშნავს პატრიარქის მოსაყდრეობა - თეოლოგის განმარტება
მოსაყდრეს საპატრიარქოში მხოლოდ ადმინისტრაციული საქმის განკარგვის ფუნქცია ენიჭება
13:23 / 23-11-2017  Image უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა
მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა და მისკენ ყავარჯნით გაემართა
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49