10 ყველაზე საჭირო პროდუქტის ფასი საქართველოსა და სამეზობლოში

10 ყველაზე საჭირო პროდუქტის ფასი საქართველოსა და სამეზობლოში

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი და ბელორუსი - ყველა ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სოციალური ფონი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სხვაობა მხოლოდ პენსიასა და ხელფასებშია, პროდუქტების ღირებულება კი თითქმის ისეთივეა, როგორც საქართველოში.

რა პროდუქტი სად რა ღირს, ამის გასარკვევად "ბიზნეს-რეზონანსმა" რამდენიმე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი აარჩია და მათი ფასები ექვსივე ქვეყანაში არსებულ ფასს შეადარა. აღმოჩნდა, რომ პროდუქტების ნაწილი საქართველოსთან შედარებით იაფია, ნაწილი კი -ძვირი, თუმცა უმნიშვნელოდ. მაგალითად, ავიღოთ კარტოფილი, რომელიც თუ საქართველოში საშუალოდ 0,7-1 ლარი ღირს, რუსეთში 1,30-1,60 ლარია, უკრაინაში- 1-1,5 ლარი, ბელორუსში - 1-1,2 ლარი, აზერბაიჯანში კი - 1,5-1,9 ლარი ღირს. რაც შეეხება სომხეთს, იქ ერთი კილოგრამი კარტოფილი სულ 200-250 დრამი, ანუ 0,9-1,2 ლარი ღირს.

კიდევ ერთი მოთხოვნადი პროდუქტი, ეს არის რძე, რომელიც 6 ქვეყნიდან ყველაზე იაფი უკრაინასა და სომხეთშია. უკრაინაში გლეხისგან შესასყიდი ერთი ლიტრი რძის ფასი 5 გრივნაა (54 თეთრია), ბაზარში კი ის 10-12 გრივნად (1,1-1,2 ლარად) იყიდება. ქარხნული რძის ფასი კი 1,5 ლარამდე ღირს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რძე იაფია სომხეთშიც. გლეხისგან შესასყიდი ფასი 45-დან 48 თეთრამდე მერყეობს, რასაც სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უარყოფითად აფასებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამინისტრო უახლოეს მომავალში შესყიდვის ფასის გაზრდას აპირებს. საუბარია, რომ ჩაბარების ფასი 140-150 დრამამდე, ანუ 57-60 თეთრამდე გაიზრდება.

რაც შეეხება ქარხნულ რძეს, ანუ ის, რაც თბილისში 2,8-3 ლარი ღირს, სომხეთში მისი ფასი 1,8-2 ლარის ფარგლებში მერყეობს. საქართველოში კი გლეხები ერთ ლიტრ რძეს სეზონზე საშუალოდ, 1,5 ლარად ყიდიან. საქართველოსთან შედარებით ქარხნული წარმოების რძე იაფია რუსეთშიც, იქ ერთი ლიტრი რძის ფასი 1,92-დან 2,5 ლარამდე მერყეობს, აზერბაიჯანში 3,30 ლარი ღირს, ბელორუსში კი - 3,5 ლარი.

ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი არის ზეთი, რომელიც უკრაინის შემდეგ შედარებით იაფი საქართველოშია. მაგალითად, უკრაინაში ერთი ლიტრი რაფინირებული მზესუმზირის ზეთი, საშუალოდ, 18-19 გრივნა, დაახლოებით 2-2,2 ლარი ღირს, საქართველოში კი -3-3,5 ლარი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია