სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე რამდენიმე დღეა კახეთში იმყოფება.
პატრიარქმა დღეს მეუფებთან ერთად ალავერდის ტაძარი მოილოცა, შემდეგ კი ალავერდის მარანი, საფუტკრე და მონასტრის სხვა მეურნეობები დაათვალიერა.
უწმინდესმა იქ შეკრებილი მრევლი დალოცა და ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. პატრიარქი კახეთში, წინადლის რეზიდენციაში კვირის ბოლომდე დარჩება.