ჯუნა დავითაშვილი გარდაცვლილი ვაჟისგან შვილის გაჩენას გეგმავდა

ჯუნა დავითაშვილი გარდაცვლილი ვაჟისგან შვილის გაჩენას გეგმავდა

ცნობილი ექსტრასენსი და ასტროლოგი ჯუნა დავითაშვილი გეგმავდა შვილის გაჩენას, რომლის ბიოლოგიური მამაც მისი ვაჟიშვილი ვახტანგი უნდა ყოფილიყო. იგი 2001 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. როგორც გაირკვა, ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ჯუნამ შვილის სპერმა გაყინა იმ იმედით, რომ მომავალში სუროგატი დედა გახდებოდა (იხილეთ ვიდეო)

"ჯუნა ათი წლის წინ გავიცანი. თავის გარდაცვლილი შვილის კლონირება სურდა. მე ავუხსენი, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან კლონირებისთვის ცოცხალი უჯრედებია საჭირო, იმ დროისთვის კი მისი ვაჟი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო", - იხსენებს კერძო კლინიკის დირექტორი სერგეი იაკოვენკო.

თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, ექიმს ჯუნას ახლო მეგობარმა დაურეკა და აუწყა, რომ არსებობდა ვახტანგის გაყინული სპერმა და მალე ბიომასალებსაც მიუტანდნენ კლინიკაში. როგორც აღმოჩნდა, ჯუნამ შვილის გარდაცვალების შემდეგ, სპეციალისტებს გასანგებოდ ამოაღებინა ბიოლოგიური მასალა.

იაკოვენკოს სიტყვებით, ჯუნას თავად სურდა სუროგატი დედა ყოფილიყო. ექიმს დიდი ძალისხმევა დაჭირდა, რათა მას ამ აზრზე უარი ეთქვა. მისი ჯანმრთელობა გაუარესებული იყო და მშობიარობას ვერ გადაიტანდა. შედეგად 66 წლის ჯუნა დათანხმდა, რომ მისი შვილის სუროგატი დედა ვახტანგის შეყვარებული გამხდარიყო.

მიუხედავად ამისა, ერთი პრობლემა გაჩნდა. როგორც სერგეი იაკოვენკო ამბობს, სპერმატოზოიდის დიდი ნაწილი მკვდარი იყო, როგორც ჩანს, მისი გაყინვა დარღვევებით მოხდა.

იდეით შეპყრობილი ექსტრასენსი ცდილობდა შვილის სპერმატოზოიდებზე გავლენა ექონია და როგორც ექიმები ამბობენ, ამან შედეგიც გამოიღო, მკვდარი უჯრედები სიცოცხლის ნიშნებს იძლეოდნენ. ამჟამად ბიოლოგიური მასალები კვლავ მორგში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ჯუნა დავითაშვილი 8 ივნისს გარდაიცვალა. წინასწარი ცნობებით, გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

"ვფიქრობ, მარტის ბოლოდან შეგვეძლება ვაქცინაცია "ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ...შესაძლოა, მანამდე "ფაიზერმაც“ მოგვისწროს" - თამარ გაბუნია

გერმანიაში დასაქმების სურვილი ამ დროისთვის 94 281-მა ადამიანმა გამოთქვა