საქართველოს ისტორიული ძეგლები, რომლებსაც იერსახე სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკით დაუმახინჯეს

საქართველოს ისტორიული ძეგლები, რომლებსაც იერსახე სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკით დაუმახინჯეს

"ფეისბუქზე" სულ უფრო ხშირად ვრცელდება სურათები, რომლებშიც საქართველოს ისტორიულ ძეგლებს იერსახე გამათბობლებით, მეტალო პლასტმასის ფანჯრებითა და სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკით აქვთ შეცვლილი.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

დავითგარეჯა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრია, რომელიც ერთგვარ სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსს წარმოადგენს. იგი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსი VI საუკუნის I ნახევარში, ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ არის დაარსებული. გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. გარდა ამისა, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსში ხელნაწერთა მდიდარი ფონდი იყო დაცული.

ერთაწმინდა "ესტატე წმინდის" შეცვლილი ფორმაა. XIII საუკუნის პირველი ნახევრის ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში დგას. XVII საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საგვარეულო საძვალეც გახდა. ტაძარში გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავია დაკრძალული.

სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში, რომელიც დღემდე შემორჩენილა. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულმა მირიან მეფემ, წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია ააშენა, რომელმაც სამწუხაროდ ჩვენამდე ვერ მოაღწია. სვეტიცხოვლის ტაძარს გარს კვადრატული ფორმის გალავანი აკრავს, რომელიც 1787 წელს ერეკლე II-ის ბრძანებითაა აგებული. ამას სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერაც ადასტურებს:

"ბრძანებისა მისისა უმაღლესის ირაკლი მეორისა ქართლისა და კახეთის მეფისათა შემოვლებულ იქნა და განახლებული ზღუდე წმიდისა ამით ეკლესიიისა მცხეთისა სიმაგრეების თურთ თავისით და აგრეთვე ეკლესია შიგნით და გარეთ განახლებულ დერეფანი ეკლესიისა ახლად დაწერილი და დახატული მამადმთავრობასა მისა ანტონი მეფისა ძისა მუშაკთა ზედა მდგომელთა წმიდისა ეკლესიისა ჩღპზ ივლისისს კბ."

XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ბეთანია ნასოფლარ კვესეთთან, თბილისის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ბეთანია ტრადიციულად ქართველი ფეოდალების, ორბელების - საგვარეულო სამარხს წარმოადგენდა. მისი ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება, რომელმაც ნადირობის დროს, შემთხვევით აღმოაჩინა საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული ბეთანიის მონასტერი. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს, თამარის მეფობის ხანაში აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში იოანე შავთელი მოღვაწეობდა, რომელმაც იქ "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი" შექმნა. მონღოლთა ბატონობის ხანაში ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და გაანადგურა.

ლეგენდის მიხედვით, ერთხელ მეფე გიორგი III დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა "აქ ვარ ძია!", და სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს "ვარძია".

ნასამხრალის მონასტრის ეზო, საფლავის ქვა.

გამოყენებულია მასალა "ვიკიპედიიდან"

იხილეთ ასევე|"ეკლესიის კარი, რომელმაც ოთხსაუკუნოვან მტრის შემოსევებს გაუძლო, მყისიერად ჩეხური კარმის მსხვერპლი გახდა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია