"ჩემი სიძე ძალიან მაღალი კომპეტენციის ფინანსისტია და ცოდოცაა 2000-ლარიან სამსახურში რომ მუშაობს" - გუგული მაღრაძე

"ჩემი სიძე ძალიან მაღალი კომპეტენციის ფინანსისტია და ცოდოცაა 2000-ლარიან სამსახურში რომ მუშაობს" - გუგული მაღრაძე

ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა დეპუტატ გუგული მაღრაძის განცხადებას. "ადამიანს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, არ უნდა ჰქონდეს იმის ცდუნება და გასაჭირი, როგორ იშოვოს ხვალ-ზეგ ფული... მას უნდა ჰქონდეს ნორმალური შემოსავალი. ხდება საჯარო სამსახურიდან კადრების გადინება, რადგან იქ სადაც ხელფასი 2000 ლარია, მცოდნე ადამიანები არ ჩერდებიან." - განაცხადა ქალბატონმა გუგულიმ. პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმატორების" თავმჯდომარემ ირაკლი ღლონტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუგული მაღრაძის სიძე - ქალიშვილის ქმარი, ირაკლი ღურჯუმელია თბილისის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. როგორც ირაკლი ღლონტმა განაცხადა, ის თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორია. გთავაზობთ ქალბატონი გუგულის პირველ კომენტარს მის სკანდალად ქცეულ განცხადებასა და სიძის სახელმწიფო სამსახურზე:

- საერთოდ ვინაა ეს ირაკლი ღლონტი და რა საქმე აქვს ჩემთან?! რაც შეეხება ჩემს სიძეს, ის მერიაში არ მუშაობს, ის არის სულ სხვა დაწესებულებაშია, რომელიც ემსახურება მერიას. ჩემი სიძე არ არის მაღალჩინოსანი და აქვს 2000-ლარიანი ხელფასი. ის ძალიან მაღალი კომპეტენციის ფინანსისტია და ცოდოცაა ასეთ სამსახურში რომ მუშაობს. თუ ვინმეს ჩემი სიძის კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება, შეუძლია დაინტერესდეს და მისი CV გამოითხოვოს. ესაა საჯარო ინფორმაცია. ძალიან მაინტერესებს, თვითონ ირაკლი ღლონტს რა კვალიფიკაცია აქვს?!

- ღლონტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თქვენმა სიძემ მუშაობა დაიწყო მას მერე, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა...

- სულ არ იყო ჩემი სიძე, როცა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. გიმეორებთ, ის მაღალი რანგის ფინანსისტია და სამსახურის მოსაძებნად ჩემი ჩარევა არასოდეს დასჭირვებია. არც სიძე, არც შვილს და არც ჩემს სხვა ნათესავებს ჩემი დახმარება არ სჭირდებათ.

- ქალბატონო გუგული, თქვენ განცხადებას, სადაც თქვით - მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაგიჩერდებაო, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

- მე ვთქვი, რომ მაღალკვალიფიციურ ადამიანს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, რათა კარგად იმუშაოს, რადგან არსებობს კერძო სტრუქტურა, რომელმაც შესაძლოა უფრო მაღალი ხელფასი შესთავაზოს და ამის გამო საჯარო სამსახურიდან არ უნდა მოხდეს კვალიფიციური კადრების გადინება.

იხილეთ გაგრძელება

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

გურმანების ახალი ჰიტი - ნუცა სურგულაძის საოცარი პასკები შოკოლადის განაშით