თბილისის ზოოპარკი განადგურებულია

თბილისის ზოოპარკი განადგურებულია

ძლიერი წვიმების გამო, პრაქტიკულად განადგურებულია თბილისის ზოოპარკი. გაქცეულია ათეულობით ცხოველი. ამჟამად ლიკვიდირებულია 1 ლომი, ვეფხვი, 6 მგელი.

თბილისის ზოოპარკის ტერიტორიიდან სამი ცხედარი გამოიყვანეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ განუცხადა. გარდაცვლილთა შორის არის ზოოპარკის თანამშრომელი გულიკო ჭიტაძე, რომელსაც ორი კვირის წინ ვეფხვის თავდასხმის გამო ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა.

მზია შარაძისი თქმით, ზოოპარკის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ცხედრის გამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია 7 გარდაცვლილის შესახებ.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #ძლიერი წვიმა თბილისში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია