როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მტაცებელ ცხოველს გადაეყრებით - აუცილებელი რჩევები, რომ გადარჩეთ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მტაცებელ ცხოველს გადაეყრებით - აუცილებელი რჩევები, რომ გადარჩეთ

თბილისში დატრიალებულ სტიქიას, ადამიანებისა და ცხოველების გარდაცვალების, მოქალაქეების უსახლკაროდ დარჩენის თუ სხვა ტრაგედიების გარდა, კიდევ ერთი საფრთხე მოჰყვა, არანაკლებ საღელვი – დატბორილი ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომლებსაც სამაშველო სამსახურები ეძებენ. ზოგს აძინებენ, ზოგის ლიკვიდირებაც ხდება საჭირო. მართალია, მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ დღეს ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, თუმცა არის შემთხვევები, როცა აუცილებელია გარეთ გასვლა ან უბრალოდ ადამიანს არ აქვს სათანადო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, თავდაცვის მიზნით, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, მტაცებელ ცხოველთან შეხვედრის დროს როგორ მოვიქცეთ. არის სარისკო ქმედებები, რაც არაფრით არ უნდა გააკეთოთ, რომ უსაფრთხოდ გადარჩეთ.

მაშ ასე, როგორია მგელთან შეხვედრისას მოქცევის წესები. როგორც წესი, ყველაზე საშიში ცოფიანი მგელია, თუმცა ზოოპარკში ცხოველების მოვლის აუცილებელ პირობებს თუ გავითვალისწინებთ და თავს ცოტათი დავიმშვიდებთ, გამოქცეულ ცხოველებს შორის ცოფიანი ცხოველები არ იქნებიან. ჩვეულებრივ მგელთან გადაყრის შემთხვევაში კი პირველ რიგში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიქცეთ. მასში დევნის რეფლექსი გაიღვიძებს, რაც ადამიანის მიმართ შიშზე ძლიერი აღმოჩნდება და აუცილებლად გამოგედევნებათ

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია