რა იწინასწარმეტყველა ექსპერტმა 2012 წელს - "ერთ დღეს შეიძლება მდინარე ვერე წამოვიდეს და გმირთა მოედანი ჩაიტანოს მტკვარში"

რა იწინასწარმეტყველა ექსპერტმა 2012 წელს - "ერთ დღეს შეიძლება მდინარე ვერე წამოვიდეს და გმირთა მოედანი ჩაიტანოს მტკვარში"

სოციალურ ქსელში თამარ ჩიქოვანის გადაცემის "ჩვენ" 2012 წლის ჩანაწერი ვრცელდება, სადაც ეკონომიკის ექსპერტი ნიკო კახეთელიძე მდინარე ვერეს შესაძლო ადიდების შესახებ საუბრობს. ექსპერტმა წუხელ ღამით განვითარებული მოვლენები სამი წლის წინ იწინასწარმეტყველა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ახალი გზა, რომელიც გაკეთდა ვაკე-საბურთალოზე გმირთა მოედნიდან... იქ ვერეს ხეობაა. თუ დააკვირდებით, მდინარე მოქეულია სარკოფაგში, არაფრით არ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მდინარე ვერე წამოვიდეს და გმირთა მოედანი ჩაიტანოს მტკვარში, ძალიან ადვილად შესაძლებელია ეს, ამაში დაგვარწმუნა ნახევარ საათიანმა ნალექმა.

- კლდე, რომელიც გაჭრეს, სადაც გზა გაკეთდა, (კი ააფარეს რაღაცები) ალბათ უნდა იცოდეთ, რომ არ შეიძლებოდა იმ კლდის მოჭრა.

- ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ყველა თემას, რომელიც თბილისში მშენელობას შეეხება. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ერთ დღეში შეიძლება პროექტის დამტკიცება, ამით თავს იწონებს და საუბარია იმაზე, რომ ამ თვალსაზრისით ბიზნესის კეთება ადვილია საქართველოში და ვისაც გინდათ ჩამობრძანდით და რაც გინდათ ააშენეთ, ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა. ანუ რა ხდება - გეოლოგია, გარემოზე ზემოქმედების შეფასება, კონსტრუქციული ნახაზი... - საერთოდ არ სჭირდება დღეს პროექტის დამტკიცებას. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია