"უნდა დაისვას იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც არ მიაქციეს ამას ყურადღება" - პრემიერი სტიქიის მიზეზებზე

"უნდა დაისვას იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც არ მიაქციეს ამას ყურადღება" - პრემიერი სტიქიის მიზეზებზე

"იმედის კვირაში" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტიქიის მიზეზისა და მისი თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა.

"პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ მუშაობა გამომწვევი მიზეზების დასადგენად, თუ რატომ მოხდა ასეთი სტიქია. ამის წინასწარ განჭვრეტა რთული იქნებოდა, არ ვართ იმ კონდიციაში, რომ წინასწარ განვჭვრიტოთ მოსალოდნელი საფრთხე და რისკები. ამას სჭირდება კარგი გაანალიზება. დღეს ბევრს საუბრობენ და მე არ მინდა გავიმეორო, თუნდაც სპეციალისტების აზრი იმ გზის თაობაზე, საუბარია, რომ იქ არასწორად იქნა გვირაბები გაკეთებული. მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური და არ მინდა დამატებითი სპეკულაციები შევიტანო ამ საკითხში. თუმცა როდესაც კომპეტენტური ჯგუფი შეისწავლის ამ საკითხს და დადებს საბოლოო დასკვნას, ეს იქნება გასაჯაროებული. მიმაჩნია, რომ უნდა დაისვას პასუხისმგებლობის საკითხი, იმ ადამიანების, რომლებმაც არ მიაქციეს ამას ყურადღება ამ მდგომარეობას, თუ ეს რა თქმა უნდა გამოიკვეთა. რასაც მოსახლეობისგან ვისმენ ისაა, რომ არ ტარდებოდა ნაპირსამაგრი სამუშაოები წლების განმავლობაში, მდინარის კალაპოტი არ იყო მოვლილ მდგომარეობაში. თუმცა ამ თემაზე ვისურვებდი, რომ წინასწარ არ გვესაუბრა, სანამ საბოლოო დასკვნა არ იქნება წარმოდგენილი. გიდასტუირებთ, რომ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და აუცილებლად წარვუდგენთ მოსახლეობას მიზეზების ანალიზს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძალიან რთული ვითარებაა თბილისში და ასეთი ვითარება არ ყოფილა არასდროს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის კვირაში" ჩართვისას განაცხადა.

"ჩვენ გუშინვე ძალიან მობილიზებულად დავიწყეთ რეაგირება. დილის 5 საათზე ჩავატარეთ პირველი თათბირი. შევქმენით საგანგებო შტაბი და ფუნქციები გადავუნაწილეთ ყველა სამინისტროს. ყველა სამსახური არის აბსოლუტურად მობილიზებული. მე მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ამ პრობლემების აღმოფხვრა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა მაშველებს, პოლიციელებს, ექიმებს და ახალგაზრდა მოხალისეებს. "ახალგაზრდების შემართება არის აბსოლუტურად გასაოცარი. ჩვენ დღეს ვნახეთ, მთელი დღის მანძილზე, ძალიან დიდი შემართებით მუშაობენ ჩვენი ახალგაზრდები ჩვენს პოლიციელებთან და მაშველებთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ოჯახებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მერიისთვის 10 მილიონი ლარის დახმარება გამოიყო, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი. პრემიერი ვარაუდობს, რომ საერთო ჯამში სტიქციის შედეგების აღმოსაფხვრელად 40-50 მილიონი ლარი იქნება საჭირო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია