"წყალი შემოვარდა სტუდიაში..." - ტელეწამყვანი ლულუ კახიანი სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩა

"წყალი შემოვარდა სტუდიაში..." - ტელეწამყვანი ლულუ კახიანი სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩა

გუშინდელი სტიქიის შედეგად ტელეწამყვანი ლულუ კახიანიც დაზიანდა. იმ დროს, როცა თბილისში წვიმა გაძლიერდა, ლულუ სტიქიის ეპიცენტრში, ყოფილი მეუღლის სტუდიაში იმყოფებოდა. უბედურ შემთხვევას ტელეწამყვანი სასწაულებრივად გადაურჩა.

- ჩემი ყოფილი მეუღლის სტუდიაში ვიმყოფებოდით, სტუდია ხილიანის ქუჩაზეა, ახალ გზას გადმოყურებს. წყალი შემოვარდა სტუდიაში, ავტომატურად გამოვრთეთ დენი, როცა მივხვდით, რომ წყლის დონე ძალიან მატულობდა სტუდიის დატოვება გადავწყვიტეთ. გარეთ როცა გავედით, წყლის დონე მუხლებამდე აღწევდა. ფეხით ვიარეთ, ვცდილობდით ხილიანის ზედა მხარეზე მოხვედრას, საქანელებთან ჩავვარდი და ფეხი დავიზიანე. როცა მეგობრის სახლში მივედით, მხოლოდ მაშინ მივხვდი ფეხი გაჭრილი რომ მქონდა. გადამიყვანეს კლინიკაში და ასე დამთავრდა ყველაფერი.

- რა ხდებოდა შემთხვევის ადგილზე და საავადმყოფოში?

- ყველაფერი სილით იყო დაფარული, ცუდი ხილვადობა იყო, ძალიან შემეშინდა. ერთ მომენტში დავინახე ის ადგილი, საიდანაც ძალიან ბევრი წყალი მოდიოდა, ვიფიქრე არ ჩამითრიოს-თქო და ვცდილობდი მარცხენა მხარე დამეჭირა, დინებას რომ არ წავეღეთ. რაც შეეხება საავადმყოფოს, ხალხი დარბოდა, მოყავდათ დაშავებულები.

- ცნობილია, რომ თქვენი და თქვენი ყოფილი მეუღლის მანქანები წყალმა წაიღო...

- ჩვენი მანქანები წყალმა გაიტაცა. ჩემი მანქანის გამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

24 საათში გარდაიცვალა 33 პაციენტი - რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

სამძებრო სამუშაოები კასპში - მამაკაცი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა