მოხალისეების ნაწილს დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა

მოხალისეების ნაწილს დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა

მოხალისეების ნაწილს დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა. ახალგაზრდები საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის მეორე კორპუსთან ჯებირებს მიღმა იმყოფებიან. როგორც ერთ-ერთმა მოხალისემ ნიკა ბახსოლიანმა "ინტერპრესნიუსთან საუბრისას აღნიშნა, რამდენიმე ახალგაზრდამ დღეს ნიჩბები შეიძინეს და მათ ზოოპარკის დასუფთავების სურვილი გამოთქვეს, თუმცა შს სამინისტროს წარმომადგენლები მათ გმირთა მოედნის მიმართულებით არ უშვებენ. ისინი რამდენიმე საათია ჯებირებს მიღმა იმყოფებიან.

ახალგაზრდების ინფორმაციით, როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მათ განუმარტეს, მათი შეკავების მიზეზი იმით აიხსნა, რომ მოხალისეების საჭიროება არ არის. მოხალისეები ადგილზე რჩებიან და ზოოპარკის დასუფთავების სურვილს გამოთქვამენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია