ზოოპარკის დასასუფთავებლად მოხალისეები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ

ზოოპარკის დასასუფთავებლად მოხალისეები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ

ზოოპარკის დასუფთავებაში დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებიდან მისული მოხალისეები მონაწილეობენ. ამ წუთებში ზოოპარკში გაწმენედითი სამუშაოები მიმდინარეობს , რომელშიც მოხალისეები აქტიურად ღებულობენ მონაწილეობას. ადგილზე იმყოფებიან როგორც მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლები, ასევე სხვადასხვა უბნებიდან მოსული ახალგაზრდები.

მოხალისეების ნაწილი დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს საკვებით უმასპინძლდება. ზოოპარკში გადაადგილდებიან ახალგაზრდები, რომლებსაც თან აქვთ პური, ყველი, სასმელი წყალი, ძეხვი, ნამცხვრები და სხვადასხვა ტიპის საკვები. ისინი მსურველებს საკვებს სთავაზობენ. გმირთა მოედანზე საკვები და სასმელი მიიტანა კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დემეტრე თეთრუაშვილმა.

ზოოპარკში ამ წუთებში ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც მოხალისეებთან ერთად დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია