როდის დაიწყება ზოოპარკის გადატანა და რა მოეწყობა ძველ ტერიტორიაზე - მერისა და პრემიერის კომენტარი

როდის დაიწყება ზოოპარკის გადატანა და რა მოეწყობა ძველ ტერიტორიაზე - მერისა და პრემიერის კომენტარი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება უახლოეს დღეებში დასრულდება და პროექტის მიხედვით ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებული ღონისძიებები დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, მისი წინასაარჩევნო კამპანიის პროგრამით დაანონსებული იყო თბილისის ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"იქიდან გამომდინარე, რომ ზოოპარკის ტერიტორია ძლიერ დაზიანდა, ამ ტერიტორიაზე გადარჩენილი ცხოველები აქ შეგვიძლია მხოლოდ დროებით მოვათავსოთ. სხვა შემთხვევაში, როგორც კი უახლოეს დღეებში მოვრჩებით გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას, დავიწყებთ პროექტის მიხედვით ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს", - აღნიშნა ნარმანიამ.

ზოოპარკის ადგილზე სარეკრეაციო პარკის მოწყობის შესახებ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"იდეის დონეზე ზოოპარკის სხვაგან გადატანა და მის ადგილზე სარეკრეაციო პარკის გაკეთება იგეგმება" - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომხდარმა სტიქიამ ზოოპარკის გადატანის საკითხი დღის წესრიგში დააყენა.

"ეს თემა დღეს არაერთხელ გაჟღერდა, ეს საკითხი აქტიურად განიხილება და ამ საკითხს ჩვენ აქტიურად დავაყენებთ, რომ მოხდეს ზოოპარკის გადატანა და იმ ადგილზე უნდა გაკეთდეს, პირველადი მონაცემებით, რეკრეაციული პარკი. შეიძლება ამას ეწოდეოს სოლიდარობის პარკი ან რაღაც დასასვენებელი ქალაქის ცენტრში და ზოოპარკი გადატანილი უნდა იყოს სხვა ადგილზე. ეს არის იდეის დონეზე, რომელიც შეგვიძლია გავაჟღეროთ და ამ იდეას, ჩვენ პროექტის დონეზე დავამუშავებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია