"ვეძებთ ერთ დათვს, ერთ ვეფხვს და ზოლებიან აფთარს" - რას აცხადებდა ზოოპარკის ხელმძღვანელობა ტრაგედიამდე 1 დღით ადრე

"ვეძებთ ერთ დათვს, ერთ ვეფხვს და ზოლებიან აფთარს" - რას აცხადებდა ზოოპარკის ხელმძღვანელობა ტრაგედიამდე 1 დღით ადრე

ბოლო განახლება| ღარიბაშვილი ხალხს ბოდიშს უხდის: რა შეცდომა დაუშვა პრემიერმა 2 დღის წინ

"ვეძებთ ერთ დათვს და ერთ ვეფხვს. ვეძებთ ასევე ზოლებიან აფთარს, რომელიც ადამიანებისთვის საშიში საერთოდ არ არის, რადგან ის ჩვეულებრივი ძაღლივითაა", - აღნიშნული განცხადება გამოცემა "ლიბერალთან" საუბარში თბილისის ზოოპარკის თანაშემწე ხატია ბასილაშვილმა გააკეთა. იგივეს აცხადებდა ზოოპარკის საზოგადოებასთან უერთიერთობის ხელმძღვანელი მზია შარაშიძე "ნეტგაზეთთან" საუბარში, თუმცა, საპირისპიროს ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ზოოპარკისგან მოწოდებული ინფორმაციით, ვიცოდით, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული არ იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ადმინისტრაცია გვაწვდიდა ინფორმაციას, რომ ყველა ცხოველი დათვლილია. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, ეს ჰქონდა პრემიერსა და იგივე განცხადება გავაკეთეთ ჩვენც, რაც ბატონმა პრემიერმა. აღმოჩნდა, რომ საწყობში ყოფილა კიდევ ერთი მტაცებელი ცხოველი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამი მუშა შევიდა საწყობში, რომლებსაც საწყობი უნდა დაელაგებინათ. ვეფხვმა ერთ-ერთ ადამიანზე მოახდინა თავდასხმა, დანარჩენი ორი კი გამოიქცა და პოლიციას შეატყობინეს", - აღნიშნა გომელაურმა.

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

მეტი ინფორმაციისთვის| შს მინისტრის პირველი კომენტარი "ლაგუნასთან" მომხდარ ტრაგედიაზე - გომელაური გარემოებებს აღწერს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია