მინდია ჯანელიძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

მინდია ჯანელიძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მტაცებელი ცხოველები ქუჩებში აღარ იმყოფებოდნენ, ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.

"მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადობას იმის გამო, რომ უნებლიედ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ მერწმუნეთ, ინფორმაცია ჩვენს მიერ მიღებული იყო ზოოპარკისგან, ასევე, ის გადამოწმებული იყო ყველა კომპეტენტურ უწყებასთან. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი მიწოდება საზოგადოებისთვის", - განაცხადა ჯანელიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯის დღევანდელ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თქმით, ტრაგედიის გამომწვევი პასუხისმგებელი პირი პასუხს აგებს. "დაწყებულია გამოძიება და ვინც არ უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი ამ ტრაგედიის გამოწვევაზე, ყველა აგებს პასუხს", - აღნიშნა ჯანელიძემ.

ასევე იხილეთ: ღარიბაშვილი ხალხს ბოდიშს უხდის: რა შეცდომა დაუშვა პრემიერმა 2 დღის წინ

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე:  ტრაგედია ლაგუნა ვერესთან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია