ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნი გოგონა ლიზა ზარანდიაა

ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნი გოგონა ლიზა ზარანდიაა

თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს ნაპოვნი გოგონა ლიზა ზარანდიაა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ახლობლებმა დაუდასტურეს. ლიზა ზარანდიას ცხედარი მაშველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს, გამთენიისას იპოვეს. სტიქიის დღეს ინდირა და ლიზა ზარანდიები მეგობართან, სერგო კაპანაძესთან ერთად ტაქსიში იმყოფებოდნენ.

ინდირა ზარანდიას ცხედარი "მზიურის" ტერიტორიაზე ორი დღის წინ იპოვეს. სერგო კაპანაძე კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისში 19 ადამიანი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია