"განადგურებულები ვართ... არადა, ქორწილისთვის ვემზადებოდით" - დები ზარანდიების ბიძაშვილი ოჯახურ ტრაგედიაზე

"განადგურებულები ვართ... არადა, ქორწილისთვის ვემზადებოდით" - დები ზარანდიების ბიძაშვილი ოჯახურ ტრაგედიაზე

თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს ნაპოვნი გოგონა ლიზა ზარანდიაა. ლიზა ზარანდიას ცხედარი მაშველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს, გამთენიისას იპოვეს. სტიქიის დღეს ინდირა და ლიზა ზარანდიები მეგობართან, სერგო კაპანაძესთან ერთად ტაქსიში იმყოფებოდნენ.

დები ზარანდიების შესახებ ჟურნალ "გზის" დღევანდელ ნომერში მათი ბიძაშვილი, გიორგი ზარანდია საუბრობს. Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ინტერვიუდან:

"არ ვიცი, რა გითხრათ, განადგურებულები ვართ მთელი სანათესავო...

თქვენ არ იცით, როგორი კარგი ბიძაშვილები მყავდა. არადა, ქორწილისთვის ვემზადებოდით. ინდირასა და ირაკლის სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ლამაზი წყვილი იქნებოდა. მალე ოჯახის შექმნას აპირებდნენ.

7 წელია, თბილისში არიან. ჯერ - სტუდენტობა, მერე - სამსახური. ნაქირავებში იყვნენ. მშობლებიც გადმოვიდნენ აქ და თბილისში ვაჭრობდნენ", - ამბობს გარდაცვლილი დების ბიძაშვილი, გიორგი ზარანდია ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალ "გზის" ახალი ნომერი დღეს, 18 ივნისს გამოვიდა და მასში მკითხველი ადამიანებზე, რომლებიც ტრაგედიამ შეიწირა, ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებენ.

ასევე დაგაინტერესებთ| დები ზარანდიების სიცოცხლის უკანასკნელი წუთები: "ბოლო მესიჯი შეყვარებულისთვის მიუწერია..."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია