რა დახმარებას გაუწევს მერია ვეფხვისგან დაგლეჯილ ოთარ ცუხიშვილის ოჯახს

რა დახმარებას გაუწევს მერია ვეფხვისგან დაგლეჯილ ოთარ ცუხიშვილის ოჯახს

ვეფხვისგან დაგლეჯილ ოთარ ცუხიშვილის ოჯახს მთავრობა დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ საგანგებო შტაბის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ცუხიშვილის ოჯახი დახმარებას იგივე პრინციპით მიიღებს, რა პრინციპზეც მთავრობამ გადაწყვეტილება სტიქიის შედეგად დაზარალებულებთან მიმართებაში მიიღო.

"მინდა ვუთანაგრძნო ჩვენი დაღუპული მოქალაქის ოჯახს. ამ ოჯახსაც გაეწევა ის დახმარება, რა დახმარების შესახებაც მთავრობის სხდომაზე საერთო გადაწყვეტილება იქნა მიღებული", - განაცხადა ნარმანიამ.

ასევე, დედაქალაქის მერის თქმით, სარიტუალო მომსახურებასაც თავის თავზე თბილისის მერია იღებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია