"ძმას ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ მინდა ვიცოდე, რატომ და როგორ აღმოჩნდა იქ ვეფხვი?!"

"ძმას ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ მინდა ვიცოდე, რატომ და როგორ აღმოჩნდა იქ ვეფხვი?!"

გუშინ, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საწყობებში შესულ თანამშრომლებიდან ერთ-ერთს, 43 წლის ოთარ ცუხიშვილს თავს ვეფხვი დაესხა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თანამშრომლების სტიქიის შედეგად დაზიანებულ შენობაში პირველად შევიდნენ. სამი დღის განმავლობაში კი შესაბამისს სამსახურებს დატბორილი და დანაგვიანებული შენობების გაწმენდასა და ტერიტორიის შემოწმებას სთხოვდნენ. მას შემდეგ, რაც ამას ვერ მიაღწიეს, იქაურობის შემოწმება თავად გადაწყვიტეს. როგორც თვითმხლილველები ამბობენ, სარდაფში პირველი სწორედ ოთარ ცუხიშვილი შევიდა, რომელსაც იქვე დამალული ვეფხვი თავს დაესხა. სავარაუდოდ, სტიქიის შემდეგ, ზოოპარკიდან გამოქცეული მტაცებელი სწორედ მათ შენობაში იმალებოდა; თავის დროზე შესაბამის სამსახურებს იქაურობა რომ შეემოწმებინათ, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, - ამბობდნენ მომხდარით შეძრწუნებული თანამშრომლები.

ყელგამოღადრული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო...

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით მიმდინარეობს. ჯერჯერობით, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, თუმცა, გუშინვე ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ ვეფხვი, რომელიც მკვდარი ეგონათ, სინამდვილეში ცოცხალი აღმოჩნდა, რაც ვერ გათვალეს. გარდაცვლილი მარნეულის რაიონის სოფელ წერეთლიდან იყო.

როგორც "კვირის პალიტრას" გარდაცვლილის ძმამ, თამაზ ცუხიშვილმა უამბო, ოთარ ცუხიშვილი თბილისში საცხოვრებლად და სამუშაოდ დაახლოებით 15 წლის წინ ჩამოვიდა.

თამაზ ცუხიშვილი:

- რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ძმა, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში იბრძოდა და იქ ტყვიას გადაურჩა, ვეფხვის მსხვერპლად იქცეოდა... ამას ვინ წარმოიდგენდა, რომ სამუშაოდ შესულს, ოთახში ვეფხვი დახვდებოდა. გაოგნებული ვარ. ჯერ თვითმხილველებიც არ მინახავს. როცა თბილისში მე ჩამოვედი, ისინი დაკითხვაზე იყვნენ, მიცვალებულისთვის უნდა მიმეხედა. ასე რომ, ჯერ მიცვალებული გავაპატიოსნო და შემდეგ აუცილებლად დავინტერესდები რატომ შეეწირა ჩემი ძმა ვეფხვს. ჩივილს არ ვაპირებ, მაგრამ მაინტერესებს რა მოხდა.

- რას საქმიანობდა თქვენი ძმა?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია