"ის გამორჩეულია" - ვინ არის "უფასო ტაქსის" მძღოლი, რომლისთვისაც პრემიერმა მერს კარგი სამსახურის შოვნა დაავალა

"ის გამორჩეულია" - ვინ არის "უფასო ტაქსის" მძღოლი, რომლისთვისაც პრემიერმა მერს კარგი სამსახურის შოვნა დაავალა

24 წლის გიორგი ლომიძე მოხალისეებზე ზრუნავს - მან შემოსავლის ერთადერთი წყარო უკვე მეორე დღეა ქველმოქმედებად აქცია. ამისთვის გამვლელებისგან მადლობებსაც იღებს.

"ამ ხალხის გადასაადგილებლად, მეტი ხალხი და მეტი მანქანა რომ იყოს, უკეთესი იქნება ალბათ. ზოგი დაშავებულია, ნატკენი აქვთ, დასვრილია და მძიმედ არიან. მგონი, ეს კარგი დახმარება გამოვა ხალხისთვის", - აცხადებს "ქონიკასთან" საუბარში ე.წ. "უფასო ტაქსის მძღოლი" გიორგი ლომიძე.

გიორგი ერთ-ერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომლის შესახებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და დავით ნარმანიას მისთვის კარგი სამსახურის შოვნა დაავალა.

"შემოვიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვინე გიორგი ლომიძე სრულიად უფასოდ ატარებს მგზავრებს, ეს ახალგაზრდა კაცი 2 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს, თვითდასაქმებულია და გამორჩეული კაცია. რაც მთავარია, ის არ ღებულობს და, როგორც ჩანს, არც ითხოვს არც თანხას და არც საწვავს, და საწვავი მაინც მიეცით ამ კაცს. ასეთ ადამიანებს სჭირდებათ დაფასება. მე ვფიქრობ, რომ ის გამორჩეული ადამიანია. ჩვენ უნდა ვეძიოთ ასეთი ადამიანები, გამოვარჩიოთ საზოგადოებისგან. მე ვფიქრობ ასევე, რომ კარგი სამსახურიც უნდა მოუძებნოთ ამ კაცს სტიქიის დასრულებისთანავე", - მიმართა თბილისის მერს დავით ნარმანიას პრემიერ-მინისტრმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია