იმ ღამეს ვიყავით ზოოპარკში და ძალიან დიდ წყალდიდობას ვებრძოდით - უცნობი კრიტიკოსებს პასუხობს

იმ ღამეს ვიყავით ზოოპარკში და ძალიან დიდ წყალდიდობას ვებრძოდით - უცნობი კრიტიკოსებს პასუხობს

გადაცემა "იმედის კვირაში" გია გაჩეჩილაძე (უცნობი) გაზეთ "ვერსიაში" გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა ("სად არიან შენი ყოჩი ქამრიანი ბიჭები?!") და სტიქიის ღამეს მისი და მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის ადგილსამყოფელის შესახებ ისაუბრა. ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებშიც აქტიურად კითხულობენ თუ სად არიან კორკოტა, ლევან ვასაძე და ძმები გაჩეჩილაძეები.

"ძმებმა გაჩეჩილაძეებმა ეტყობა ყველაზე ნაკლებად განიცადეს ეს სტიქია. ქვეყანაში არაიან ადამიანები, რომლებიც ჩასაფრებულის პოზიციიდან ლაპარაკობენ ამაზე. აუცილებლად ფოტოაპარატების და კამერების წინ ნიჩბით და ბარით უნდა ვმდგარიყავი ეტყობა, ხალხისთვის რომ მეჩვენებინდა როგორ განვიცდიდი ამ ყველაფერს. დიდი მადლობა მინდა ამ სტატიის დამწერს გადავუხადო. ძმები გაჩეჩილაძეები იყვნენ და არიან იქ, სადაც ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. იმ ღამეს იყვნენ ზოოპარკში და ძალიან დიდ წყალდიდობას ებრძოდნენ. თუ ადამიანებმა ვერ დაგვინახეს და კამერებმა ვერ დაგვაფიქსირეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას არ განვიცდიდით და იგივე წუხილში არ ვართ, როგორც ყველა დანარჩენი მოქალაქე. ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ ისეთი, რომელიც კამერების წინ არ დახატულა. ლაფათკით, წერაქვით და ნიჩბით არ მდგარა, მაგრამ თავის საქმე აკეთებდა. ადამიანი შეიძლება გამოვიდეს და გაიკეთოს კამერების წინ პიარი, აი როგორ მუშაობს და ვაიმე როგორ დაწყვიტა გული სტიქიამ. და თურმე ადმაინები, რომლებიც არ ჩანან, არაფრად უღირთ ეს სტიქია. ასე არ შეიძლება ლაპარაკი დ დასკვნების გამოტანა. დარწმუნებულები იყავით, რომ არავისზე ნაკლებად არ განგვიცდია ეს სტიქია", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია